გუგუნებს ენგური ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
2012-05-14 09:11:33
132/4

გუგუნებს,დღესაც ხომ გუგუნებს ენგური.
დღესაც, ხომ მგლის ყმულილს ბანს აძლევს შხარა.
მე წარსულს პატარა ბავშვივით ვემდური
და მაინც მიყვარხარ,შევრიგდეთ,კმარა.
ვმერით და ვლექსაობთ,მუდამ ამაყები.
შენზე ვუმღერივართ სვანები ლილეს.
დაღლილან ლოდინით,ჩვენი სამარხები,
სიკვდილიც გვაცინებს,თეთნულდის შვილებს.
ნისლია,ხვალ ალბათ იქნება ავდარი,
მაგ წვიმამ,იქნებ კიდეც გაგვახელოს.
შენ ნუ გეშინია,სვანი თავს არ დახრის,
სვანების ნამუსი ხარ საქართველო.
შრიალებ,ქართულად,ამაყად შრიალებს,
გოლდაშში,სგიმერში,ნალიშში მუხა.
დღეს მთელი სამყარო უკუღმა ტრიალებს,
ჩვენ წაღმა ვიბრუნებთ,დამფრთხალი ნუ ხარ!



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    როგორ მიყვარს სვანეთი და შენ ლექსებიანად:)ეს ლქსციც ხომ გამორჩეულად მიყვარს.++++
    გაიხარე ნათი,სამწუხაროდ არ მაქვს წაკიტხული:(
  • 2
  • ნათია პაპიძე
  • 2012-05-30 19:05:32
  • მე გამიჩნდა, ლიპო. მოვედი.


    "დღეს მთელი სამყარო უკუღმა ტრიალებს"– ამ სტრიქონის წაკითვისას მომინდა მეკითხა გივი ალაზნისპირელის "სამყაროს დასაბამისეული არმოჩენა" თუ გაქვს წაკითხული?

    ლექსი კიდევ შენებური ენერგეტიკისაა, მთის,ძლიერი ენერგეტიკის.

    დაე და ეგრე იყოს.
    32 მნახველიდან ერთს არ გაგიჩნდათ ან კარგის ან ცუდის თქმის სურვილი:):)