მოდი ჩამეხუტე ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
2012-05-22 00:11:00
149/4

მთვარე გაიპარა,
მწიფე ვარსკვლავებიც ღამეს გაებუტნენ,
ხალხით დავიღალე,
მხოლოდ შენ მინდიხარ,მოდი,ჩამეხუტე.
ყველგან სიცივეა,
მიწის უგულობამ მეც კი გამაორა.
ყველას დასცინიან,
ეს ჩემი ლექსებიც, ალბათ ამაოა.
დილით მზე ამოვა,
მერე ჩვეულებრივ მაღლა აიწევა.
ეს სულ შენს გამოა,
ხალხის ამძორება, სულ რომ მავიწყდება.
მოდი ჩაგეხუტო,
თორემ შეიძლება დღესვე გავაფრინო.
გთხოვ არ გამებუტო,
მეყო რაც ვიგლოვე,აღარ ამატირო.
მოდი ჩამეხუტე!



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 4
  • veriko veriko
  • 2012-06-05 17:14:28
  • :*:*:*:* ძალიან მომწოოონს....
  • 3
  • ნათია პაპიძე
  • 2012-06-04 19:20:09
  • გულიდანაა. არ მინახავს ეს ადამიანი და ვიცი მთის გენით მოსდგამს სისუფთავე რაა.
    მე არც ჩახუტება არ მომანდომა ძმა სამწუხაროდ... ალბათ ამინდების ბრალია... + ვტოვებ
    აი ჩახუტებას კი მოგანდომებს, მაგრამ ცოტა სუსტია. წარმატებები.