ცირკულაცია ბექა ქებულაძე
პოეზია
2012-07-24 09:25:00
66/1

მე არ მინდა მოგატყუო მიზეზებით
და ამავდროს მოვიტყუო თავი ჩემი.
არ მეყოფა, როცა გამიმიზეზდები
და უაზრო მონოლოგებს დავიჩემებ?!

მე არ მინდა უშენობის ამინდს ვგრძნობდე,
ჩამოიხეს სიყვარულის წმინდა ფარდა.
მე არ მინდა თვალებშიც ვერ გაგისწორდე,
ამით პირი შევირცხვინო წინაპართან..

მე არ მინდა მოგიწყვიტო ყვავილები -
შენი თხოვნით, კითხვებით და მინიშნებით.
გულში სისხლად ტრიალებ და არ ილევი,
შავ ფურცელზე თეთრ წერტილად ინიშნები.

მე რა მინდა რომ ვიცოდე ალბათ უფრო
აჯობებდა... მერე ,,ჯვარსაც დავიწერდით’’...
მე არ მინდა, რომ წარსული გავამუქო
და ბუნდოვან მომავალშიც გამიძნელდე...



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 1
  • ირაკლი ყურუა
  • 2012-08-17 17:41:39
  • "მე არ მინდა მოგიწყვიტო ყვავილები -
    შენი თხოვნით, კითხვებით და მინიშნებით."

    კარგი მომენტია ეს.