მე დავეძებ ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
2012-09-13 00:50:40
114/12

მე დავეძებ ქალაქში ნათელ ქუჩებს კი არა
ლამპიონთა ხეივანს,ბავშვებისგან ჩამსხვრეულს.
ნეტავ რისი ბრალია,თითქოს გადამიარა
გაბრაზებამ,სიგიჟემ,ავღიღინდი და ჩვეულ
მელოდიას ვღიღინებ,მელოდიას სიჩუმის
და ნაბიჯის წკარუნით მყვება ქუჩის ორკესტრი,
რაღაც იმქვეყნიური ჩამსისინებს,ბიჭუნი
რატომ გაჩუმებულხარ,აბა შენი პროტესტი?!
მე დავეძებ ყოველთვის ,უკაცრიელ მიდამოს,
ხასიათი რეალურ ფაქტებს ეთავისება,
მინდა თოვა დაიწყოს და არ გამოიდაროს,
მაგრამ თურმე დარია დედამიწის თვისება.
დრო სეირნობს თავისთვის,უდარდელად,მარტივად,
განწყობა კი პირველად კალაპოტში ბრუნდება.
მე სიყვარულს მივიჩნევ ამ მზის ალტერნატივად,
ცაზე ჩემი გული ძგერს და ნელ-ნელა ხუნდება.
მე დავეძებ ქლაქში,ქანცგაწყვეტილ სიჩუმეს,
ღამეა და სამყაროს მაჯისცემა ნოლია.
თვითმკვლელობა პროტესტი,ბრავო იმ მზებიჭუნებს
გულზე გაბრაზებულნი,მე რომ გამომყოლიან.

ჩვენ დავეძებთ მიწაზე,ჩამქრალ გულებს კი არა...



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    ცაზე ჩემი გული ძგერს და ნელ-ნელა ხუნდება - კარგიაააა და ოთარი მართალია:ერთმანეთს რიტმეზე კი არ უნდა გამოვეკიდოთ, რჩევა უნდა მივცეთ იმ სახის, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გაზრდაში დაგვეხმარება.

    +1
    ღამეა და სამყაროს მაჯისცემა ნოლია.
    ნოლი არა - ნული.
    სიჩუმეს - ბიჭუნებს
    სიჩუმეს - მზებიჭუნებს
    ეგ რითმები არ მომწონს მხოლოდ.

    დადებითად ვფასდები ჯამში, კარგი ლექსია. +
    არ ვარ მე ექსპერტი და მომეწონა:)++
    კარგი ლექსია!
    დიდი მადლობა ყველას.გაიხარეთ!ირაკლი შესწორებული:)
  • 5
  • ირაკლი ყურუა
  • 2012-09-13 16:57:08
  • სათაური და პირველი სტრიქონი (შესაბამისად) შეასწორე, ლიპო.
  • 4
  • ირაკლი ყურუა
  • 2012-09-13 14:42:38
  • ძალიან ცუდი რამეა ეს რითმებზე გამოკიდება.
    არადა, ამ ავტორმა მაგ მხრივაც აშკარად წინ გადადგა ნაბიჯი და მაინც იგივე შენიშვნა იწერება.

    +
  • 3
  • რ_____ო_____ი
  • 2012-09-12 20:41:50
  • მე დავეძებ ყოველთვის ,უკაცრიელ მიდამოს,
    ხასიათი რეალურ ფაქტებს ეთავისება,
    მინდა თოვა დაიწყოს და არ გამოიდაროს,
    მაგრამ თურმე დარია დედამიწის თვისება.

    კარგი ხარ, მომწონს!...

    +
  • 2
  • ჰენრი
  • 2012-09-12 18:44:32
  • ვეთანხმები აჩის... +1 რითმებზე იმუშავე...
  • 1
  • ა__ჩ__ი
  • 2012-09-12 17:36:26
  • კარგი ლექსია... ცოტა შესრულება მოისუსტებს...


    +1