\"გაურედაქტირებელი\" ანა პაპოშვილი
მინიატურა
2012-12-16 15:28:03
71/13

რაღაც არაპოეტურმა, პროზის ძალით შეაჯანჯღარა ჩემი სული .. მერე რითმადაკარგულმა სიტყვებმა გამიქექეს გრძნობათა საცავი და ცდილობდნენ ეპოვათ.. ეპოვათ მელნის ნარჩენები, დახეული ფურცლები, გადაშლილი სტროფები, ძალადაცლილი ფრაზები, გზააბნეული ასოები და გახუნებული გრძნობები..
არ მეგონა ოდესმე ასე მწვავედ თუ განვიცდიდი ჩემი ლექსის ვირტუალურ სივრცეში გასრესას.. არც იმაზე მიფიქრია , რომ თურმე წერა არ შემძლებია და საერთოდაც, ჩემი გრძნობების სტროფებად გადმოღვრა და არა გადმოტანა სრულიად მოძველებული და გაცვეთილი ყოფილა. სწორედ ამიტომ ვცადე მიმეჩქმალა ის რითაც ვსულდგმულობდი და რაც მომავლის იმედს მაძლევდა. მერედა როგორი ოპტიმიზმით სავსე სული დავდაღე და დავაკნინე მისი სიამაყე?! თქვენ არც კი იცით რა შეეძლო ამ ართქმულ სიტყვებს , გაუხმაურებელ სტროფებს და სხვებისთვის უაზრო \"გაურედაქტირებელ\" ფრაზებს.. უკვე აღარც ძალმიძს აღვწერო ჩემ ძარღვებში მათი ფუთფუთის სილამაზე..
დამეღალა ცრემლი სულ თვალზე მომდგარს , რომ ვაბრუნებ იქ საიდანაც ყოველი გულის აჩქარებისას უკან ვიხმობ ..
დამეღალა ლექსი სულ , რომ მისი გაკრიტიკების შიში მტანჯავს..
მზეც დამეღალა , მთცარეც, დედამიწაც დამეღალა.. მათ ხომ ასე ახრჩობთ წვეთი პოეზიის წყურვილი..
მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ ჩემი ლექსი მაინც იცდის .. იცდის , არ ჩქარობს და ვინ იცის ელოდება ვის?!..

რაღაც არაპოეტურმა, პროზის ძალით შეაჯანჯღარა ჩემი სული ..
-კეთილი იყოს თქვენი მობრძანება .. ))



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    "რაღაც არაპოეტურმა, პროზის ძალით შეაჯანჯღარა ჩემი სული"
  • 12
  • ანა პაპოშვილი
  • 2012-12-29 23:22:29
  • მადლობა ლაშა :) მე მწამს ..))
  • 11
  • ლაშა ლაშხი
  • 2012-12-29 23:17:50
  • მთავარია შენ გწამდეს...და თუ ეჭვი გეპარება მაშინ იყოს კეთილი მათი მობრძანება....+ :*
  • 10
  • ანა პაპოშვილი
  • 2012-12-25 14:09:13
  • მადლობა :*
  • 9
  • დეა გვარამია
  • 2012-12-25 12:15:33
  • მომწონს ძალიან ეს მინიატურა... კარგი ნამუშევარია+++
    მადლობაა, მაგრამ გამიხარდება თუ მარტო ჩემ ნაწარმოებს შეაფასებთ და არა რედაქტორებს :) ასე სჯობს
  • 7
  • გიო შენგელია
  • 2012-12-19 21:33:21
  • გალაკტიონი ამბობდა ლექსი იმას უნდა შეაფასებინო ვისაც მისი გაგება შეუძლია და არა გამვლელგამომვლელს ო... ამ საიტზე რედაქტორები "სულ ბიექტურები" არიან... :) +2 ჩემგან
    ანი მე პატივს ვცემ შენ ნაწარომებს,
    მე ვფიქრობ და მიმაჩნია ისე უნდა მიიღოს მკითხველმა ნაწარმოები მოგორსაც დაწერს ავტორი.
    თუ ვინმეს არ მოსწონს არ წაიკითხოს.
    კიდევ ერთხელ ავღნიშნავ რომ კარგად წერ და წერე ისე როგორც გეწერინება,

    წარმატებები ანიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
  • 5
  • ნათია პაპიძე
  • 2012-12-19 16:34:12
  • თორნიკე და ყველა,
    საცდელი ვადით ვარ აქ და ძალიან დიდი თხოვნა მექნება, თუ რაიმე სახის პრეტენზია გაქვთ ჩემს მიმართ– მიმართეთ ადმინისტრაციას, კარგი?


    სიმართლე გითხრათ, ძალიან მიკარგავთ სურვილის ჩემი და თქვენი შესაძლებლობის ფარგლებში მივახდინოთ ერთობლივი დახვეწა–დამუშვება თქვენი ნაწერების.

    დიახ,თორნიკე, თვითონაც ბევრი მაქვს სასწავლი, მაგრამ, რაც ჩვენ ყველას ერთად გვაქვს სასწავლი – პირველ რიგში ქართული ენაა და ნუ გწყინთ თუ შეცდომაზე გითითებთ. ჯერ და პირველ რიგში ამ პრობლემის წინაშე დგას აქ ავტორთა უმრავლესობა –რა დროს პოეზიასა და ტექნიკური შესრულების სიმაღლეებზეა ლაპარაკი!როცა, ქართულ ენას ვერ ვფლობთ!!!! ვამახინჯებთ და თუ ვინმე გვეტყვის– ეგრე არ ქნა და არ შეიძლებაო – ვჩხუბობთ!

    პირდაპირ სასტიკ ლანძღვაზე რომ გადავიდეთ და სამართლიანად ვთქვათ მკაცრი საყვედური იმის გამო, რომ ავტორი ჯერ მშობლიურ ენას ვერ გრძნობს წესიერად და უკვე პოეტობა მოინდომაო – მაშინ ხომ ვერ გექნებათ სათქმელად ამდენი პრეტენზია? რაც უფრო ლმობიერად ვაკეთებთ მითითებებს –მით მეტი მოდის უკმაყოფილება.


    ანის ამ ნაწერს არ ეხება ეს. თორნიკეს ღრმააზროვან კომენტარს გავეცი პასუხი და იფიქრეთ ცოტა.
    მომეწონა++
    არც მე მგონია , რომ ლექსის კრიტიკაში მხოლოდ რედაქტორები მეგულისხმა :) არა თქვენ ნამდვილად "აღარ" მიკლავთ წერის სურვილს..

    "რაღაც არაპოეტურმა, პროზის ძალით შეაჯანჯღარა ჩემი სული ..
    -კეთილი იყოს თქვენი მობრძანება .. " მემგონი მე ამ ფრაზით დავაბოლოვე ჩემი სათქმელი..მადლობა შეფასებისთვის
  • 2
  • ირაკლი ყურუა
  • 2012-12-17 21:53:31
  • "დამეღალა ცრემლი სულ თვალზე მომდგარს , რომ ვაბრუნებ იქ საიდანაც ყოველი გულის აჩქარებისას უკან ვიხმობ .. " ჰაჰ, აქ რა ზუსტად ურტყამს. მომეწონა ეს ფრაზა.

    არ მგონია ახლა, ლექსის კრიტიკაში რედქტორების მიერ დაწერილი შეფასებები იგულისხმებოდეს. თუ მასეა, მაშინ, უბრალოდ, გირჩევთ რომ ამოიღოთ ეგ ნაწილი. ძალიან აუფერულებს საერთო ფონს.

    +
  • 1
  • ნათია პაპიძე
  • 2012-12-17 18:12:58
  • "კრიტიკა" – ცუდ სიტყვად ნუ აქციეთ.

    კრიტიკა –დახმარება უფროა, ვიდრე,ლანძღვა, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ.

    ასე, რომ, ნამდვილად დამაჯერებლად და ლამაზად აღწერილი თქვენი ასეთი ტანჯვა არ ღირდა.

    სწორად მიუდექით საკითხებს. ჩვენი თვითმიზანი ის არაა წერის სურვილი ჩაგიკლათ, ჩვენი თვითმიზანია უკეთ და უკეთ წეროთ.