დიდიხნისწინგასაპაროდირებელი ლექსი ყორღანების მძარცველი
იუმორისტული
2013-01-07 03:20:59
190/11

მე, მინდია და ლევანი ახალი წლის ღამეს
(აქვე როის ბოდიში)

მთვრალი კაცი ვარ და არსად გავიშვები,
თორემ, ერთი ჩხუბიც ძვირი დამიჯდება.
ჩემი კბილებია უხმო კლავიშები.
კადრი \"არ დამარტყა!\" მოჩანს კლავიშებად...

ლევანს ლურჯი თვალი დაუშნოებია.
მსგავსი სურათები ტკივილს მიორებენ.
გარეთ, მინდიასთან დიდი ომებია,
მხოლოდ არსად ჩანან მოროდიორები.

ჩვენი ლაპარაკი, რადგან აღარ გვესმის.
რაღან ვეღარ ვსუნთქავთ,
რადგან,
რადგან,
რადგან,
ისე აღარ მინდა უკვე არაფერი.
მიჭირს ნაბიჯების უკან არ გადადგმაც.

ყველას პირ-სახეზე ტუფლი მივაზომე.
ახლა, უბან–უბან ვეძებ მიმალულებს.
და გასაშველებლად მოსულ მეზობლების
მსგასვსად, საეჭვოა უკვე სინანული.

და მეც ცივი ტილო შუბლს მაქვს მიდებული.
მინდო ლევანს უხსნის: „უმარტივესია
მუშტის მოქნევა“. და გვერდაწითლებული
ყინულს (დანახვაზე) უმალ მიესია.

კადრი \"აქაც მტკივა\"მოჩანს კლავიშებად.
კბილებს აღარ ჰქვია ბროლის კლავიშები.
ჩემს თავს მაცემინებს, ახლა, გაგიჟება.
რა ვქნა?! მთვრალი ვარ და არსად გავიშვები...



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    კაია
    მაგარიაა.მომეწონა
  • 9
  • მე))
  • 2013-02-25 18:47:37
  • ჰაჰჰ ვიცინეე :D +
    როის არ უნახავს ეტყობა. :D :D :D
    +++
  • 7
  • ლევან დევაძე
  • 2013-01-08 16:34:42
  • ხო კაი კაი :)) კაია ვაღიარებ მარა ძაან მაგარი არააა :)))))))))
    დიდებულია ! :))))

    პ.ს. პაროდიის ექსპერტი :))
  • 5
  • ლევან დევაძე
  • 2013-01-08 06:56:38
  • – 2

    არ გამეცინა :))))

    ჩავარდნა ამ შემთხვევაში, ველოდები შემდეგს :))))))))))
    :დდ მაგარია ძაან,ი!
  • 3
  • ირაკლი ყურუა
  • 2013-01-06 14:08:21
  • რომელ ლევანზეა საუბარი?დევაძეზე?

    +
  • 2
  • ნინო ღლონტი
  • 2013-01-05 21:44:40
  • მაგარია ძალიან :D:D

    ვინ ხარ შენ? :D
  • 1
  • ნათია პაპიძე
  • 2013-01-04 09:12:14
  • =)) ვიცინე, კიიი. :))


    რა გაჩხუბებდათ? :)))