plaza del toros ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
2013-02-03 00:27:24
53/5

დარდიან თვალებს ქვეყანაზე რა არ უნახავთ,
გულს კი ნანახზე გაცილებით მეტჯერ სტკენია,
ძნელია, როცა ხელგასამართს ხელს ვერ უმართავ,
მაგრამ სისუსტე უფრო ძნელად მოსათმენია.
უსუსურობა უძლეველი ჟამის წინაშე,
წამოყვირება რომ წააგავს გასროლილ ტყვიას
გასაფრთხილებელს და ტუჩებს კი იკვნეტ იმაზე,
რომ შენც ერთ-ერთი ,ყველასმსგავსი კაცუნა გქვია.
სწორედ ასეთი უსუსური ვიყავი წეღან,
ვიყავი მეფე,თავშესაფრად არ მქონდა სორო,
თვალებსმომდგარი დააკავა ცრემლები ვეღარ
თმენამ,რომ ვნახე უპატრონო\"plaza del toros\"
\"plaza del toros\"ანთებული გულების ბუდე,
გადარჩენილი მხოლოდ ერთი, სიკვდილს ორიდან,
მატადორების ხალხის ზღვაში ნასროლი ქუდი
ჯერაც რომ ახსოვს,კიდევ ახსოვს მისი კორიდა.
ახლა კი,აღარც ბოლო ხმაზე ნათქვამი ¡ole!
არც მატადორი,აღარც მისი ბანდელეროა.
ვიღაცეები შიგადაშიგ,ჩუმ ჩუმად მოვლენ
და ღიღინებენ,ვითომ რამე სასიმღეროა?!
უნდა უცვალონ ცოტა ხანში თურმე ფუნქცია,
გადაჯიჯგნიან ყველა კუთხეს და ყველა ალაგს.
მისჯილიაქვსო მითხრეს აგერ,რეკონსტრუქცია!
ეს \"სასაკლაო\" მოშორდესო უთუოდ ქალაქს.
რა იცის მხდალმა,სიმამაცის გემო და ყადრი,
ხარსაც უღირდა,იმძველ დროსი მისი ხარობა.
ახლა მატადორს მიაჩეჩეს დაშნისწილ ვარდი,
არწივს,ბულბულის ხმაზე უწევს უკვე გალობა.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    მიყვარს შენი ლექსები,ლიპო:)
    აქ მოდი მხოლოდ რითმის ტექნიკაზე ვისაუბრებ, ლოპო, მიგიხვდი ყველა რითმას, სამწუხაროდ, ასე რომ ტექნიკაზე ბევრად მეტი გაქვს სამუშაო, ახალი უნდა იყოს რითმა, გაუხუნარი, როგორც გრიშაშვილი იტყოდა. :)
  • 3
  • რომანტიკოსი
  • 2013-02-03 10:19:44
  • მე ხარისკენ ვარ მაგრამ მაინც ++
  • 2
  • ნათია პაპიძე
  • 2013-02-02 23:39:04
  • ლიპო, უკვე მრავალფეროვნება აქვს შენს ნამუშევრებს.

    მიხარია.

    რა კარგი მომენტებიც იყო აქ.
    უფრო კარგად დაიწყო, ვიდრე დამთავრდა.
    ზოგი სარითმო წყვილი კარგია, ზოგი კი არ მომეწონა, მაგალითად––>ბანდელეროა, სასიმღეროა. ხარობა–გალობა. და ა.შ.
    ლექსი ცუდი არ არის, მაგრამ
    ამ გვერდზე გაცილებით უკეთესი პოეზია მინახავს.
    წარმატებები.
    +