სახუმარო ზვიად მახარაძე
იუმორისტული
2013-02-03 00:34:53
86/6

გოგო ,შეიკარი ღილი,
გოგო ,ჩაიწიე კაბა,
თუ კი შემოგხედავ გიკვირს,
თვალი გამომექცა, აბა?!...

გოგო, მომარიდე თვალი,
სითბო შეურიე ღიმილს,
თვალი ვერ მოგწყვიტე მართლა,
გოგო, შეიკარი ღილი....

როგორ გინარნარებს ტანი,
კოხტა ,სიფრიფანა ,სადა,
შენი დატყვევების მეტად,
გოგო მემეატება მადა.

თუ კი შემოგხედე, არის,
შენი სილამაზის ბრალი,
გოგო ჩაიწიე კაბა
რა ვქნა, ოხერია თვალი.

გოგო ,შეიკარი ღილი,
გოგო ,ჩაიწიე კაბა,
თუ კი შემოგხედავ გიკვირს,
თვალი გამომექცა, აბა?!...

ზვიად მახარაძე
2013 წლის 29 იანვარი



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    კაი ლექსია
    სახალისოა:)++
    ერთ კარგ გოგოს დაუწერე ექსპრონტია რა თორემ დიდად საქები არა
    ...გოგო ,შეიკარი ღილი,
    გოგო ,ჩაიწიე კაბა...
    ალოგიზმია და არა შაირი :|
  • 2
  • ნათია პაპიძე
  • 2013-02-02 22:57:36
  • სახუმარო რაკიღაა...+
  • 1
  • ნინო ღლონტი
  • 2013-02-01 14:15:25
  • ხო, რავიცი ხალასი ლექსია.
    +