დღეს უსათუოდ.. ანა პაპოშვილი
პოეზია
2013-02-15 00:09:42
77/20

შენი თვალები , სიცივისგან ფერწახდენილი.
ჟოლოსფერ ბაგეს არ დასცდება კეთილი სიტყვა
და ამ სიცივით შეფერილი შენი სხეული,
მეც კვლავ სიცივეს დამიქადის , სულჩამდგარ თიხას.

ჩალისფერ თმებში თუ დავკარგე ისარი დროის,
დღეს არც კი მიკვირს მიწოდეს თუ მე რატომ ლოთი.
რადგან სიცოცხლის ერთი წამიც, რომ დამეჭირა,
ვერ ვიგემებდი სრულ სიამეს თმის ღერთა თრთოლვით..

მერე ვეხები მე შენს თითებს , როგორც კლავიშებს.
თოვლის ფიფქებიც კი გაჩერდა , შენს კანზე ცოდვით.
ხედავ, ხელებიც თვითონ ეძებს ბრძოლის სამიზნეს,
და თუ ცივი ხარ , ამიტომაც არ გიწევს ომი (ფიფქებთან).

მერე გაზაფხულს ველოდები თებერვლის თვეში,
ზამთრის მიწურულს კი ზაფხულის მზის სითბო დამწვავს.
შენ ასეთ ამაყს დაგადნობდა მაისის ცრემლი,
მაგრამ იანვრის საუცხოო სიმშვიდე დაგკრავს.

ხოლო სიცოცხლის ერთი წამიც, რომ დამეჭირა,
დღეს უსათუოდ იქნებოდი აპრილის ცოლი ..



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    ხოლო სიცოცხლის ერთი წამიც, რომ დამეჭირა,
    დღეს უსათუოდ იქნებოდი აპრილის ცოლი ..
  • 19
  • ანა პაპოშვილი
  • 2013-02-25 14:26:31
  • მადლობა გიორგი : )) ** შენც ასევე
    სულჩამდგარი თიხა, ჟოლოსფერი ბაგე... საინტერესო ხედვა გაქვს ჩემო კარგო :) :* და უფრო დიდი წარმატებები წინ ! ++
  • 17
  • ანა პაპოშვილი
  • 2013-02-25 00:02:11
  • მადლობა მარი.. წარმატებები : **
  • 16
  • მარი ბეროძე
  • 2013-02-24 23:59:49
  • მე არასდროს მიცდია და საერთოდ ვერიდები სიყვარულზე წერას, მგონია ვერ დავწერ, ვერ გამოვხატავ გრძნობებს ამიტომ მე მომწონს შენი გაბედულობა :)
  • 15
  • ანა პაპოშვილი
  • 2013-02-23 19:33:15
  • ციტატა: ქეთი სიხარულიძე
    რამდენიმე სიტყვას რომ მხოლოდ ერთი მნიშვნელობა გააჩნია ქართულად და აუცილებლად ის უნდა გამოიყენო,


    ვერ გავიგე აქ რა იგულისხმეთ : ( რითმისთვის არც ერთი სიტყვა არ მაქვს ცდებული.. გაიხარეთ .. მადლობა :*
    ზოგჯერ მეგონა , თარგმანს ვკითხულობდი, რამდენიმე სიტყვას რომ მხოლოდ ერთი მნიშვნელობა გააჩნია ქართულად და აუცილებლად ის უნდა გამოიყენო, ზოგჯერ მომეჩვენა, რომ რაღაც რითმისთვის იყო ჩადებული.
    საერთო ჯამში კარგი გოგო ხარ :)

    წარმატებები.
  • 13
  • ანა პაპოშვილი
  • 2013-02-23 19:03:25
  • დიდი მადლობა : ))
    ძალიან მომეწონა,კარგი გოგო ხარ!
  • 11
  • ანა პაპოშვილი
  • 2013-02-19 20:39:41
  • გაგიკვირდება და მეც როცა კომენტარს ვწერდი ზუსტად გამახსენდა წიწვები : ) რატომ არ გავეცი პასუხი გვანცასთქო.. იმიტომ , რომ ის ერთი ცხოვრებისეული ეპიზოდის ჩართვა იყო, ალბათ უკეთესადაც შეიძლებოდა რომ ხალხს გაეგო..

    16წლის ვარ და იმედი მაქვს , რომ დავიხვეწები.. (მარტო იმედის იმედად არც ვარ :დ ) .. სხვა შემთხვევაში ერთ პიროვნებას დავუჯერებდი და შევეშვებოდი წერას , მაგრამ ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ.. ვიღაც შეიძლება ფიქრობს, რომ პროზა უკეთ გამომდის , მაგრამ სანამ იმ შედეგს არ მივიღებ რაც მე მინდა , პოეზიას არ მოვასვენებ :)

    გაიხარე , მიხარია თუკი იმედებს ცოტათი მაინც ვამართლებ :*
  • 10
  • ანა პაპოშვილი
  • 2013-02-19 20:26:20
  • გაიხარე იაკო .. მიხარია თუ ასეა :*
  • 9
  • გვანცა ერაძე
  • 2013-02-19 20:25:04
  • ანა, ჩემო კარგო, რატომღაც ხდება ისე, რომ შენს ყოველ ლექსზე გიწევს "თავის მართლება" იმის გამო, რომ რაღაცებს შენ გარდა ვერავინ გებულობს. ზოგი რამის ახსნას არც აპირებ ხოლმე (მაგალითად, წიწვები მახსოვს :)), ზოგჯერ კი, სიტყვასიტყვით განიხილავ ყველა დეტალს, რაზეც გითითებენ. მე პირადად ასე მიპასუხე რამდენჯერმე...(თუმცა, ცუდიათქო, არ ვამბობ). უბრალოდ, თუ ატყობ, რომ კომენტარში უფრო ნათლად შეგიძლია იმ დეტალების ახსნა, რასაც ლექსში იყენებ, სცადე, რომ ეს ლექსში(ც)ვე მოახერხო. ცხადია, არსებობს ისეთი ლექსები, რომლებიც ერთი წაკითხვით რთული აღსაქმელია, მაგრამ განსხვავება იმაშია, იდეურადაა რთული და ღრმა ლექსი, თუ ბუნდოვანი (ვინმესთვის მაინც) დეტალები აქვს გამოყენებული ავტორს...

    ვერც ერთ ლექსს ვერავინ გებულობს ისე ბოლომდე, როგორც თავად ავტორი, მაგრამ გაითვალისწინე, რომ აქ სხვადასხვა ტიპის მკითხველი ჰყავს შენს ნაწერს და ვინმეს უკმაყოფილების თავიდან აცილების მიზნით, ნამდვილად ღირს ამ ხარვეზის აღმოფხვრაზე იზრუნო, მით უმეტეს, რომ შენთვის ეს პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს... :))

    როგორც დაგპირდი, თვალს ვადევნებ შენს ზრდას... და კმაყოფილიც ვარ... :)
    ახლოს მოაქვს სამყარო :) ++
    გაიხარე მარი :* შენც ასევეე
  • 6
  • მარი თორია
  • 2013-02-16 01:54:46
  • კარგი გოგოა ანა,ვიცი,რომ დაიხვეწება და უფრო მარტივად,ანუ ყველასთვის გასაგებად გვეტყვის სათქმელს.
    წარმატებები +
    "თოვლის ფიფქებიც კი გაჩერდა , შენს კანზე ცოდვით. " საერთოდ ფიფქები დნებიან და არ ჩერდებიან ხოლმე ტანზე და იმ ადამიანის ცოდვით (თუმცა კი გაყინული იყო ,)მაინც გაჩერდნენ ))

    "ჩალისფერ თმებში თუ დავკარგე ისარი დროის,
    დღეს არც კი მიკვირს მიწოდეს თუ მე რატომ ლოთი.
    რადგან სიცოცხლის ერთი წამიც, რომ დამეჭირა,
    ვერ ვიგემებდი სრულ სიამეს თმის ღერთა თრთოლვით.."

    აქ ზუსტად არის ნათქვამი ყველაფერი..
    ანუ მის თმებთან ალერსში რომ დავკარგე დროის შეგრძნება, ამიტომ არ მიკვირს თუ რატომ მიწოდეს მე ლოთი , და სიცოცხლის ყოველ წამს რომ გამოვკიდებოდი, ამ თმების სინაზეს და თრთოლას(მომელამუნაო რომ ამბობენ ) ვერ ვიგრძნობდი და ვერ დავტკბებოდი მისით : )

    ბრძოლის სამიზნე არის ის ადგილი სადაც ხელები თავისით მიიწევს წინ..


    ხოლო სიცოცხლის ერთი წამიც, რომ დამეჭირა,
    დღეს უსათუოდ იქნებოდი აპრილის ცოლი – ხოლო მე , რომ სიცოცხლის ყოველ წამს გამოვკიდებოდი დღეს იქნებოდი (აპრილი-გაზაფხული)-სითბოთი-სიხარულით აღსავსე ადამიანის ცოლი ..


    როგორც თქვენ ამბობთ ხოლმე ერთ-ერთი "უპრეტენზიო" ლექსი იყო : ))

    მადლობა :*
  • 4
  • ნათია პაპიძე
  • 2013-02-15 13:31:45
  • აი,აქ მაგალითად –მეც კვლავ სიცივეს დამიქადის , სულჩამდგარ თიხას. –აქ ჩემთვის კი გასაგებია რაც წერია,მაგრამ, გასაგები გახდა აზრობრივი დაბრკოლების შემდეგ,ანუ მომიწია მეფიქრა –რას გულისხმობდა ავტორი.ასეთ მომენტებს გეუბნებით. ხშირად გსმენიათ,ალბათ, რომელიმე ავტორის ლექსზე "წყალივით იკითხებაო", ეს მარტივ შინაარს,იდეას ან აზრს კიარ ნიშნავს, მაინცდამაინც, უბრალოდ,მკითხველი დაუბრკოლებლად გადის ფინალამდე, დაწმენდილი და დასუფთავებულია ტექსტი ასეთი "სირთულეებისგან".

    რადგან სიცოცხლის ერთი წამიც, რომ დამეჭირა,
    ვერ ვიგემებდი სრულ სიამეს თმის ღერთა თრთოლვით..
    –აქაც იგივე მეთქმის. ვერ ვიგემებდი სიამეს თმის ღერთა თრთოლვით. რა იგულისხმება?

    თოვლის ფიფქებიც კი გაჩერდა , შენს კანზე ცოდვით.
    –აქ ბოლო სიტყვამ ჩამაგდო საგონებელში.
    ხედავ, ხელებიც თვითონ ეძებს ბრძოლის სამიზნეს, – რომელი ბრძოლის რომელ სამიზნეს?
    ხოლო სიცოცხლის ერთი წამიც, რომ დამეჭირა,
    დღეს უსათუოდ იქნებოდი აპრილის ცოლი
    – ან აქ? ვის მიმართავთ? ვინ იქნებოდა ცოლი?

    მოკლედ,ასეთ მომენტებს ვგულისხმობ, რომელიც სრულად არაა მოყვანილი,თითქოს, კონტექსტუალურად და აზრობრივად და ართულებს აზრის გამოტანას და ბუნდოვანს ხდის ნაწერს.
    მაპატიე ნათია ნამდვილად ვერ ვხდები რომელ ფრაზებზეა საუბარი , იმიტომ , რომ ჩემთვის ყველაფერი ნათელია.. თუ არ შეწუხდებით დაიკოპირეთ დრო , რომ გექნებათ .. ჩემი აზრით სიყვარულის ახნსას მეტი აზრობრივი სიცხადე (ამ ლექსში) არ სჭირდება..

    კი ირაკლი ახალია.. ვცდილობ :)

    მადლობაა
  • 2
  • ირაკლი ყურუა
  • 2013-02-14 23:44:13
  • ანა, ახალი ლექსია ეს?
    ნელ-ნელა მიდიხარ წინ.
  • 1
  • ნათია პაპიძე
  • 2013-02-14 11:05:27
  • ანა, გთხოვთ, მეტი აზრობრივი სიცხადისთვის იბრძოლეთ. მხატვრულობის მცდელობით ვერ გამართლდება ბუნდოვანება.
    შემიძლია რამოდენიმე ფრაზა ამოვაკოპირო, რომელიც თავის თავშივე ბუნდოვანია და ასევე აზრობრივი კავშირის დამყარება უჭირს დანარჩენ ფრაზებთან. ეს კი ლექსის ერთიანობაში აღქმას ართულებს.