ქარი ნინო ქოქოსაძე
პოეზია
2011-08-02 17:31:38
230/6

რომ აიწყვიტე, ალუბლის ბაღი -
ჩემი ბინა, ერთიფრთისგაშლა,
სად გაგიშვებდა?
დგას ბუმბულების და სიზმრების კორიანტელი
ჭრელ ბალიშებთან.
წამოუბერე,
შემამსხვრიე სარკე და ბროლი
ლამის გულამდე!
მალავენ ჩემი საწოლის ქვეშ
თეთრი ფურცლები
ლექსებს წუხანდელს,
შენ რომ დაფანტე!
შენ რომ დაფანტე, განთიადამდე...
და მერე როცა
ქუჩის კუთხეში,
დასჯილ ბავშვივით გაირინდები,
ნუ მიფრიალებ ფარდის თეთრ დროშებს,
არ გირიგდები!



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 6
  • ირაკლი ყურუა
  • 2011-09-30 18:09:47
  • მოერგო ამ წუთას ჩემს განწყობას.
    ზოგადად, ქარი მიყვარს...:)

    მომეწონა.

    +++
    რა კარგი ხარ რენ, მახსოვს ეს ლექსი და მიყვარს , როგოც სხვა დანარჩენები love
    -ბატონო "მოსამართლევ" , თქვენ რა გაინტერესებთ, როგორ მოკლეს კუკარაჩა თუ ჩემი პირადი ცხოვრება?

    :) ეს ლექსი გასული საუკუნის მიწურულსაა დაწერილი...ვფიქრობ,ახლა უკეთ "ვისვრი":)

    მადლობა მკითხველს.
  • 3
  • რ_____ო_____ი
  • 2011-08-04 02:05:18
  • მალავენ ჩემი საწოლის ქვეშ
    თეთრი ფურცლები
    ლექსებს წუხანდელს,
    შენ რომ დაფანტე!
    შენ რომ დაფანტე, განთიადამდე...

    +

    რა თქმა უნდა!...
  • 2
  • ა__ჩ__ი
  • 2011-08-03 22:06:02
  • ლამაზი ნაწერია და თავის სათქმელს ამბობს. მოგიკითხეთ ქალბატონო ნინო!

    +
    რენუარ, ვისზე ხარ ასე გაბრაზებული სულ მთელს პოეზიას რომ ლაიტმოტივად გასდევს? smile