... ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
2013-03-10 00:15:51
57/5

ღამის სიჩუმე–ოცნებების ინკუბატორი,
ტალღის ჩურჩული,იავნანას ჰანგებს მაგონებს,
ეს მერამდენედ,ჩრდილი და მე დავჩით მარტონი,
გულმა ცრემლები თვითნებურად წამოაგორა,
ღამე,წყვდიადი,ზღვის სიმღერა,ფიქრთა სამჭედლო,
საკუთარ ლანდთან ვისაუბრებ, ალბათ, დილამდე,
ცა წვიმის წვეთებს–გულგამომშრალს წამომაშველებს,
ლანდი კი მასში შემორჩენილ სულს მიწილადებს,
ღამე,ეს ღამე კიდევ მრავალ სევდას დაიტევს,
ჩემი აჩრდილი საბოლოოდ მომეტმასნება,
ზღვა ბოლო ტალღას გაიმეტებს,თავქვეშ დამიფენს,
პოეტი ამ ომს ხან მოიგებს,ხან დამარცხდება.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    ბოლო სტროფს სჭორდება ფორმაში მოყვანა.
  • 4
  • გვანცა ერაძე
  • 2013-03-12 14:40:25
  • დავჩით _ დავრჩით.
    "ტალღის ჩურჩული,იავნანას ჰანგებს მაგონებს"_აქ მძიმე არაა საჭირო, თუ ტალღის ჩურჩული გაგონებთ იავნანას ჰანგებს (თუ სხვა აზრი დევს, მე მომიტევეთ).

    საკუთარ ლანდთან ვისაუბრებ... ლანდი კი მასში შემორჩენილ... _ ასე ახლოს გამეორებამ ამ სიტყვის, ცოტა უკმაყოფილების გრძნობა გამოიწვია ჩემში პირადად...
    ვფიქრობ, ბევრად უკეთ შეგიძლიათ.
    ჩემი ნიჭიერი
    გენაცვალე ++
  • 1
  • ნათია პაპიძე
  • 2013-03-09 19:52:25
  • ეს კიდევ სხვა თემატიკა,შენთან,ლიპო.


    სტაბილურად მყარი გადმოცემაში გრძნობების და შეგრძნებების.