*** ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
2013-03-27 11:22:02
119/18

ეს ჩვენ ვართ,სივრცეში გაჩრილი თაობა,
ომი რომ გვარივით-ანდერძით გვერგუნა,
მამები შვილებთან ყოველთვის დავობენ,
არკვევენ იმას, თუ ვინ არის ერთგული
იმ მიწის,რომელზეც ყოველთვის ომია,
იმ ქვეყნის რომელიც წააგავს ნაკლებად
ქვეყანას,აქ ცამდე იმდენად შორია
წამსვლელებს ვერ იტევს ფრთებშეხსმის ბაქნები...
აქ ყველა სუიციდს,აქვს ერთი სარჩული
და ყველა თანხმდება,რომ ძალზე რთულია,
იცხოვრო ჩვენს დროში,თან გერქვას ქართველი
უკვე სიგიჟეა,უკვე ტრაურია.
ამ ჩვენმა თაობამ,ომებში გაჩრილმა,
ვერაფრით იპოვა ცხოვრების მიზანი,
ბნელ ქალაქს აშინებს ძმისმკვლელთა აჩრდილნი,
აქ თუ ვერ ივარგეს,იქ რაღას იზამენ?!
ეს ჩვენი მამები,იმდენად უფერო,
იმდენად უდღეო ლანდები ყოფილან,
გულივით დაკარგეს,სამშობლოც,უფალიც,
ცოცხლებმა მოირგეს გვამების პროფილი.
და ჩვენი შვილები,ბავშვები რომლებსაც
სულაც არ უნახავთ,ჯერაც არ სმენიათ,
რომ ვგავდით ცხვრის ფარას,კურდღლებსაც,ღორებსაც
და სისხლი,ცრემლივით სულაც არ გვდენია.
ვიბრალებთ სხვის მიერ ჩადენილ გმირობებს,
ვუმალავთ სიმართლეს,ბრძოლიდან გაქცევას,
ჩენ დღემდე ვერ ვირჩენთ პირღია ჭრილობებს,
იმ დროის ჭრილობებს ზურგი, რომ გვაქციეს
მამებმა,რომლებიც ხოცავდნენ ერთმანეთს,
რა გასაკვირია თუ ჩვენც ვერ ვივარგეთ
შვილებად,(არ ვიცი რაღა ვთქვა ღმერთმანი)
ჩვენ მაინც ვაფასებთ და პატივს მივაგებთ...
ახლა კი იმედით შევცქერით პატარებს,
ვცდილობთ,რომ მათ მაინც არ ექცეთ წამებად
სიცოცხლე,გაკაფულ ბილიკზე ვატაროთ...
უღირსმა შვილებმა,ვივარგოთ მამებად!



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    ვცდილობთ,რომ მათ მაინც არ ექცეთ წამებად სიცოცხლე,გაკაფულ ბილიკზე ვატაროთ... უღირსმა შვილებმა,ვივარგოთ მამებად!
  • 17
  • დუდუ დადიანი
  • 2013-04-24 02:27:01
  • შენთან კარგ რაღაცეებს წაიკითხავს კაცი,ჩავყვები ალბატ ბოლომდე:)
    ძალიან დამაფიქრებელი ლექსია,ყოჩაღ ავტორო!!!
  • 15
  • მზისა გადრანი
  • 2013-04-12 19:15:24
  • უდზლიერესი ლექსია!!!
  • 14
  • გიო მესხი
  • 2013-04-02 01:27:47
  • უღირსმა შვილებმა ვივარგოთ მამებად. ++
    ++ ძალიან კარგია :*
    გენაცვალე ++ :*
    წამსვლელებს ვერ იტევს ფრთებშეხსმის ბაქნები...

    ბნელ ქალაქს აშინებს ძმისმკვლელთა აჩრდილნი,


    ავტორო გაფიცებ აქ ენა რატომ მომტეხე? :(

    ნუ პუბლიცისტური ჟანრი არ მიზიდავს, მაგრამ რეალურ შეგრძნებებზე წერა და უასაფუძვლო მეტაფორების მოთრევა რომ არაა უკვე წინსვლაა :დდ საჯაიას ლექსი გამახსენა თბილისზე და ის ვიკითხო ჯობია ისევ. :(

    წარმატებები
  • 10
  • დათო ბერდია
  • 2013-03-28 17:45:04
  • ენ დღემდე ვერ ვირჩენთ პირღია ჭრილობებს,
    იმ დროის ჭრილობებს ზურგი, რომ გვაქციეს
    მამებმა,რომლებიც ხოცავდნენ ერთმანეთს,+++++++++++++
  • 9
  • რომანტიკოსი
  • 2013-03-28 16:16:39
  • ++(++++++++++++++++++
    ძალიან მაგარი ლექსია. ვისიამოვნე ++
    აუ რა მაგარია++
    ძალიან ძლიერი და მართალი ლექსი! ძალიან მომეწონა!

    შეფასების მაქსიმუმი

    ++
    უღირსმა შვილებმა ვივარგოთ მამებად... +++++++++++++++++++++
  • 4
  • მარი თორია
  • 2013-03-27 13:24:36
  • ამ ავტორის ლექსები გამოირჩევა ძალიან დიდი სათქმელით,შინაარსობრივად იმდენად კარგია მისი ლექსები,რომ შეუძლებელია გულგრილად წაიკითხო.
    მე მომწონს!:*
    ტრაურია. -- ეს შეცვალე ლიპო, არ უხდება ამ სრულყოფილების ზღვარზე მდგარ ლექსს...
    სიცოცხლე,გაკაფულ ბილიკზე ვატაროთ...

    უღირსმა შვილებმა,ვივარგოთ მამებად! ---აქ 10+++
    ცოცხლებმა მოირგეს გვამების პროფილი.


    მამებმა,რომლებიც ხოცავდნენ ერთმანეთს,

    რა გასაკვირია თუ ჩვენც ვერ ვივარგეთ

    შვილებად,

    უღირსმა შვილებმა,ვივარგოთ მამებად!
    ++ (++++++++++++++++++++++++++++)
  • 1
  • ნათია პაპიძე
  • 2013-03-27 01:26:28
  • სათქმელი იმდენად მომეწონა. იმდენად ცხადადაა მოტანილი ტკივილი,რომ...