### ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
2013-04-09 00:03:43
108/35

აპოკალიფსი,სამწუხაროდ ჯერაც შორია,
როგორ გავუძლო სხივგამომშრალ,უცრემლო თვალებს?
მთელი სამყარო გახდა,ერთი ბუტაფორია,
ცაზე,ნაძვის ხის სათამაშოდ ჰკიდია მთვარე.
მე სუნთქვასავით შევეჩვიე: მზენაკლულ დღეებს,
ვერშემდგარ ღამეს,ვარსკვლავების ქაოტურობას,
უხალხო ქუჩას,ერთმანეთში ჩახლართულ ხეებს,
საკუთარ სახლშიც მერიდება უკვე სტუმრობა.
დილაა,გიჟი მოპოეტოს შესაფერისი-
ბუმბულგაჩრილი სომბრეროთი,ხელში სიგარით
მივყვები ქუჩას და ჩამოდგა ბოლო რეისი
მატარებელიც,თუ ავედი რას დაგიბარებთ?
მშვიდობით!(ეს ხომ ცინიზმია,როგორ დაგცინოთ?!)
ნახვამდის?(მე ხომ დაბრუნებას აღარ ვაპირებ?!)
იმდენს გაკოცებთ,რამდენჯერაც ზურგი მაქციეთ
და სამუდამოდ მოვცილდები ამ სანაპიროს...

აპოკალიფსი,იმედია ჯერაც შორია,
მე დავიბრუნებ მზედანთებულ,მხიარულ თვალებს,
ოღონდ სამყარო აღარ იყოს ბუტაფორია,
ცაზე,შავ ფონზე,ისევ მთვარედ ეკიდოს მთვარე!



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    მშვიდობით!(ეს ხომ ცინიზმია,როგორ დაგცინოთ?!)
    ნახვამდის?(მე ხომ დაბრუნებას აღარ ვაპირებ?!)
    იმდენს გაკოცებთ,რამდენჯერაც ზურგი მაქციეთ
    და სამუდამოდ მოვცილდები ამ სანაპიროს...


    ბრავო, ბრავო, ბრავო+++++++++
    მართლაც რომ მაგარი ლექსია++
  • 33
  • დუდუ დადიანი
  • 2013-04-24 02:24:51
  • მაგარია მედობარო მაგარი!!!
    კარგია ძალიან კარგი,წარმატებები
  • 31
  • მზისა გადრანი
  • 2013-04-12 15:43:43
  • გამიხარდა სვანის აქ ნახვა,ყოჩაღ ++
    წაგიყვან რჩეულებში,იმ ++ დაგიწერ მაგრამ შენ რა..მზის სხივით ხარ ყინულის ლოდებს რომ ცრემლებად აქცევს...წარმატებები
    ეს ადამიანი პირადად ჩემთვის უკვე პოეტია....
  • 28
  • დეა გვარამია
  • 2013-04-11 11:10:51
  • ლამაზი ლექსია, გრძნობა ჩანს... ყოჩაღ ავტორს+++
    გენაცვალე,****+++ბევრი ბევრი:)
  • 26
  • რომანტიკოსი
  • 2013-04-11 02:41:22
  • არ ვიცი ვისთვის რა არის მოსაწონი,მაგრამ მე ძალიან მომეწონა++
    მომეწონა ეს ლექსი ++
    მაგარია ძმა +++
  • 23
  • ანა პაპოშვილი
  • 2013-04-10 14:35:18
  • ანი ჯანაშვილი,
    1) კიბო "ხმარებისგან"-გამოყენებისგან არ ჩნდება :) პოეტურ ენაში ტავტოლოგია ვლინდება როგორც გამეორების ერთ-ერთი სახე, რომელიც აძლიერებს სიტყვის ემოციურ-მხატვრულ გამომსახველობით ღირსებას, ანიჭებს მას ესთეტიკურ მნიშვნელობას და სიმძაფრეს ))

    2) ცაზე მთვარე ისე ეკიდა , როგორც ნაძვისხის სათამაშო : )

    3) კომენტარს , როცა წერთ სასურველია ლექსი ბოლომდე წაიკითხოთ არაობიექტურობის თავიდან ასაცილებლად :)


    "მშვიდობით!(ეს ხომ ცინიზმია,როგორ დაგცინოთ?!)
    ნახვამდის?(მე ხომ დაბრუნებას აღარ ვაპირებ?!)"

    მომეწონა ძალიან.. ++ რქების წასატეხი ტაეპებია <3 :დ უდავოდ კარგია
    დანარჩენის წაკითხვა მეზარება.. საერთო ჯამში ერთი დიდი ლაფსუსია და მეტი არაფერი . :ხ უბიექტურობაზე ნურაფერს იტყვით.. :ხ

    თურმე დასკვნის გაკეთება წაკითხვის გარეშეც შეიძლება აქ.

    ნეტა სად იყიდება ეს ცინიზმის აბები? იქ ადამიანობის აბებს არ ყიდიან ნეტა?
  • 21
  • ანი ჯანაშვილი
  • 2013-04-10 14:20:15
  • "შორია-ბუტაფორიაას" სარითმო წყვილს , კიბო აქვს ამდენი ხმარებისგან :დდ

    ცაზე,ნაძვის ხის სათამაშოდ ჰკიდია მთვარე. აქ რა ხდება ? :ხ ვერაფერი გავიგე, ვაიმე რა უგუნური ვარ..


    მე სუნთქვასავით შევეჩვიე: მზენაკლულ დღეებს..- მზენაკლულ ადრეც მსმენია სხვის ლექსში. :) მე მოვერიდებოდი მაინც ასეთი სიტყვის დაწერას :)მაგრამ სად შემიძლია წერა :( :(

    დანარჩენის წაკითხვა მეზარება.. საერთო ჯამში ერთი დიდი ლაფსუსია და მეტი არაფერი . :ხ უბიექტურობაზე ნურაფერს იტყვით.. :ხ

  • 20
  • ირაკლი ყურუა
  • 2013-04-10 12:03:55
  • ლიპო,
    შენ რაღაც კამათის მიმართულებით მიგყავს დიალოგი და არ მქონია ეგ გეგმაში.

    ყველა არქიტექტორი ისე აშენებს, როგორც "ეშენინება", მაგრამ ხაზვის და კონსტრუქციის აგების წესებს ყველა იცავს. წინააღმდეგ შემთხვევაში - ვერაფერი აშენდება.

    რჩევა მოგეცი. მეტი არაფერი.
    არ იყო მსგავსი პათოსის გამოჩენა ამ წუთას ადეკვატური.

    ხელები დამიბანია.
    ++++++++++++
  • 18
  • გიო მესხი
  • 2013-04-10 02:28:54
  • რა უნდა ვთქვა?მშვენიერი ლექსია ++
    რა ცინიზმი, :))) 1-2 ლექსი აქაც მომეწონა, სხვა საიტებზე უფრო, მარა...

    ხო, კაი, როგორც გინდა, იმედია სულ გამახსენდება და აღარ დაგიკომენტარებ.
    ირაკლი,ან შენ ვერ მიმიხვდი რისი თქმა მიდოდა ლექსით,ან მე ვერ გადმოვეცი ისე როგორც საჭირო იყო.სწორედ რომ ბოლო სტროფს აქვს ყველაზე დიდი დატვირთვა,რაც შეეხება უგულებელყოფას,მე ჩემი სამყარო მაქვს მეგობარო,ვწერ ისე როგორც მეწერება და ამით ნათქვამია ალბათ ყველაფერი ხომ_?
    რამდენჯერ გითხარი ძმაო აქ დავამთავროთთქო.არც რჩევა მინდა შენი არც მილიონები,ობიექტური რომ იყო ჩემი თავი შემოგევლოს მაგრამ შენს კომენტარებში რჩევაზე მეტი ცინიზმია!აქ მხოლოდ ჩემთან დატოვებულ კომენტარზე არაა ლაპარაკი,მე შენი მოსაწონი ვერაფერი ვნახე ძმაო და რა ხარ ესეთი დახვეწილი არაფერი რომ არ მოგწონს არ ვიცი,მე დავამთავრე შენთან საუბარი,ღმერთმა მშვიდობა მოგცეს
  • 14
  • ირაკლი ყურუა
  • 2013-04-10 01:48:19
  • ლიპო,
    რა გადარდებს და რა არა შენი საქმეა, მაგრამ ერთია როცა არ გადარდებს, და მეორე – როდესაც საჭირო რამეებს დაუფიქრებლად უგულებელყობ.

    ამ შემთხვევაში მეორე მგონია მე.
    მარა აღარ ღირს..

    ნერვების მოშლა რა შუაშია? რაც გინდა დაწერე კაცო ჩემს ლექსებზე, და მე თუ არ გინდა რომ არ დავაკომენტარო, ან პირდაპირ მითხარი და ან ნუ აქვეყნებ,

    საერთოდაა მიღებული, რითმებს ერთი და იგივე კითხვა არ უნდა დაუსვა, მუსიკას კარგავს, სხვა ლექსში გამოყენებული რითმი არ უნდა გაოიყენო...

    ეს ნერვებზე მოშლის მცდელობა კი არა, რჩევაა ძმაო...
    მადლობა ყველას,ირაკლიარ ვიცი მითქვამს თუ არა აქამდე,მაგრამ თუ არა ახლა ვიტყვი, რომ სულ არ მადარდებს ვინ რა წესებს ემორჩილება პოეზიაში,პოეზია თავისუფლებაა Dა არ ვცნობ არავითარ მსგავს შეზღუდვებს,ცუდად არ გამიგებ იმედია,არ გჩვევია შენ.რაც შეეხება პაპუნას,მე დაშენ ხომ შევთანხმდით რომ არ მოვუშლიდით ერთმანეთს ნერვებს?!შენი კომენტარი არაფერი თუ არა იმის მცდელობა ნერვები როგორ მომიშალო.ყველამ თავის რითმას მიხედოს ოკ?
    რა ხანია, თქვენ ლექსებს ვაკვირდები და ერთხელ ,ხომ უნდა ვთქვა ჩემი სათქმელი?
    ყოველთვის ემოციებით სავსე გავდივარ აქედან.ძალიან მომწონს აქაურობა.ძალიან.
    ძაან სუსტია რითმები, და სიუჟეტზე ბევრი აქვს სამუშაო ავტორს,

    პოეტიკა, გადამღერებულ სათქმელზე ბევრად მეტს მოითხოვს.
  • 9
  • ნონა კოლხი
  • 2013-04-09 14:39:38
  • ,,ოღონდ სამყარო აღარ იყოს ბუტაფორია,
    ცაზე,შავ ფონზე,მთვარე ისევ მთვარედ ეკიდოს”_

    ძალიან მომეწონა++


    კარგიაააააა
  • 7
  • ირაკლი ყურუა
  • 2013-04-09 13:58:02
  • საფინალო სტროფი ზედმეტია, ჩემი აზრით.
    უმაგისოდაც ჩანდა სათქმელი.

    სტრიქონიდან სტრიქონზე გადასვლებს მივაქცევდი მეტ ყურადღებას.
    და საერთოდ, ტექსტის მსგავსი სტილით დაწერას(არასტროფული დაყოფის სახით) თავისი "მოთხოვები" აქვს, ლიპო. ძირითადად, როდესაც ანჟამბემანის პრინციპზეა აგებული ნაწერი, მაშინ სჭირდება ეგრე აწყობა. სხვა შემთხვევებში(მეტწილად) თუ აზრი არ გრძელდება ქვემორე ხაზში, მაშინ სტროფებად უნდა დაიყოს, წყვეტა რომ არ მოხდეს. მაგ:

    პირველი სტროფის დასასრული და მეორეს დასაწყისი

    "ცაზე,ნაძვის ხის სათამაშოდ ჰკიდია მთვარე.
    მე სუნთქვასავით შევეჩვიე: მზენაკლულ დღეებს,"

    მეორეს დასასრული და მესამეს დასაწყისი

    "საკუთარ სახლშიც მერიდება უკვე სტუმრობა.
    დილაა,გიჟი მოპოეტოს შესაფერისი-"


    ახლა, ამათ შორის რაიმე ტიპის გადამსვლელი კავშირი არის?. (გარდა იმისა, რომ მეზობლად წერია სტრიქონები).


    პ.ს "აპოკალიფსი,სამწუხაროდ ჯერაც შორია," სამწუხაროდ რატომ?.
    იმდენს გაკოცებთ,რამდენჯერაც ზურგი მაქციეთ
    და სამუდამოდ მოვცილდები ამ სანაპიროს... მაგარია...

    პირველი ხაზი რომ არ გასწორებულიყო ბოლო სტროფში, იმ ხაზს დავიწუნებდი, ალბათ მიხვდება ავტორი რატომაც...

    დავორპლიუსდი და თან წავიღე
    ეს ლექსი ფეისბუქზე მქონდა ნანახი....აქაც იგივეს ვიტყვიდა დავძენ რომ+2

    მაგარია!
  • 4
  • მარი თორია
  • 2013-04-09 03:12:56
  • სიმართლე რომ ვთქვა,ამ ავტორისგან იმდენად შევეჩვიე ძლიერ და ემოციურ ლექსებს,რომ არც მიკვირს.
    სათქმელის ლამაზად და ემოციურად გადმოცემის საოცარი უნარი გაქვს შენ
    ++
    "აპოკალიფსი,იმედია ჯერაც შორია,
    მე დავიბრუნებ მზედანთებულ,მხიარულ თვალებს,
    ოღონდ სამყარო აღარ იყოს ბუტაფორია,
    ცაზე,შავ ფონზე,ისევ მთვარედ ეკიდოს მთვარე!"

    არაჩვეულებრივი ლექსია ++
  • 2
  • ნათია პაპიძე
  • 2013-04-08 19:14:20
  • მშვიდობით!(ეს ხომ ცინიზმია,როგორ დაგცინოთ?!)
    ნახვამდის?(მე ხომ დაბრუნებას აღარ ვაპირებ?!)
    იმდენს გაკოცებთ,რამდენჯერაც ზურგი მაქციეთ
    და სამუდამოდ მოვცილდები ამ სანაპიროს... – უფ, რა მაგრად ითქვა!


    მომეწონა,ლიპო. ყოჩაღ აქ!
  • 1
  • ნინო ღლონტი
  • 2013-04-06 18:42:11
  • ძალიან მომეწონა ეს ლექსი, ლიპო!

    +3