კოჰაბიტაცია {იუმორისტული} ზურაბ ჯაფარიძე
იუმორისტული
2013-04-25 01:28:13
41/19

ნეტა რა კაცია, ეს კოჰაბიტაცია?!
მოვიდა, დაგვეუფლა, დაგვიმონა,
ისე, რომ არც გვაცხელა, არც გვაცია...

ჯერ ყველაზე ბინძურ სფეროში გავრცელდა,შემდეგ ნელ-ნელა ჩაღრმავდა და უკვე ყველა სფეროს მოედო, მათ შორის ადამიანურ რესურსსაც.
სანამ მოვიდოდა, არც კი ვიცოდი რომ კონფლიქტი მქონდა საკუთარ თავთან... შევუდექი მოგვარებას და მალევე მოვრჩი.
ახლა ვეწევი უმიზნო ცხოვრებას.
ვიცოცხლო?!--არ ვიცი რისთვის, არ ვიცოცხლო? სუიციდსაც უნდა მიზეზი, თან უფრო მყარი. რა გავაკეთო?

ვზივარ და ვამთქნარებ...

22.04.2013



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    :) ახლა
    სად გავიცინო? :(
    არა, ზურაბ, რაც "კოჰაბიტაციის" შესახებ დაწერე ჩემს კომენტარში, ვერ დაგეთანხმები. გამოქვეყნების ღირსი ყოფილა. უბრალოდ, დასანანია რომ მე - ახალ წევრს, პირველსავე ლექსს მიწუნებენ არდასაწუნებელს... :(
    არააა, იყოს ნათია, სამარცხვინოს აქ ვერაფერს ვხედავ, ნუ ვერც საამაყოს, მაგრამ რაც ვარ ეს ვარ, არ მინდა გაფუებული იმიჯი. დიდი მადლობა
  • 15
  • ნათია პაპიძე
  • 2013-04-30 18:05:30
  • ზურაბ, შემიძლია წავშალო ეს ნაწერი- თუ არ გნებავთ რომ იყოს გამოქვეყნებულებში და მკითხველს ამ ნაწერის მიხედვით შეექმნას წარმოდგენა თქვენზე.
    ბატუმში წავედი არჩილ რამდენიმე დღით და კრებული დამრჩა, ახალისთვის ვერ მივიცალე, და რაღაც ხომ უნდა ამეტვირთა?! პირდაპირ აქვე ავკრიფე, ეგ გამომიქვეყნეს, და რა ლექსები და ნაწერები არ მოსწონთ... :D
    ზურაბ, ზურაბ ოღონ ეგ გამაგებია რატომ მოგივიდა თავში ეს დაგეწერა(ამაზე კი ნამდვილად გამეცინა:დ) ამ მრავალშვილიან და ქართულად მოაზროვნე კაცს:დ

    კანაფისი?:დ
    მადლობა ინგა...
  • 11
  • ინგა თუნთია
  • 2013-04-26 21:42:57
  • იმდენი იუმორი აქ მოიტანა,მგონი საკმარისია არა?..D

    ლექსადა ბატონო ზურაბ,ლექსადაა....D
    :D :D

    აუცილებლად დაგიჯერებ მალხაზ
    თემა აქტუალურია, მაგრამ განვითარება არაა ისეთი, შენ რომ შეგეფერება. წადი ლექსი დაწერე :D
    ++
    :)) :D გაიხარე
    წაკითხვად რომ არ ღირდეს, რამოდენიმეჯერ არ გადავიკითხავდი, მაგაში ვერ დაგეთანხმები ძმაო..
    ))))))
    მარტალი ხარ ლაშა, ეს ორ წუთში, ექსპრომტადაა დაწერილი და არც ღირს წაკითხვას
    გეთანხმებით ყველას, საინტერესოა, მაგრამ არა იუმორისტული, ისე ლექსად უფრო კაი იქნებოდა ზურაბ
    გეთანხმები გვანცა. ტბილისიდან გასული ვიყავი 5 დღით, და რამე რომ ვერ ავტვირთე, ეს პირდაპირ აქ ვწერე ექსპრომტად და ეტყობა კიდეც
  • 3
  • გვანცა ერაძე
  • 2013-04-25 21:37:51
  • იუმორისტულში ნამდვილად არ მგონია ამის ადგილი იყოს და მინიატურის რა მოგახსენო... მგონი, აჯობებს ლექსებს მიხედო ისევ ზურა... მანდ უფრო ვხედავ მე პირადად შენს პოტენციალს...
    მინიატურაში უნდა დამედო ალბათ
  • 1
  • ნათია პაპიძე
  • 2013-04-24 21:37:50
  • კომფლიქტი - კონფლიქტი.

    რომ არ მოგატყუოთ, არ გამეღიმა. უფრო სხვა მხარეს წავიდა ფიქრები.