Traffic lights Green Way გიგა კვეტენაძე
პოეზია
09,05,2013
33/10

"ამ ქალაქში იკარგება გადამფრენთა სინაზე"

1. როგორ დავიწყო არ ვიცი.
2. მე გასწავლი!
3. ოო ... შენ иди на хуи რა !

ასეთია ამ ქალაქის იუმორი,
ასეთია ეს ქალაქი მთლიანად,

ზესტაფონი

მოუძებნე რითმა! როგორია ?!

***

მეტირება,
მექრთამება,
მეკაცება ...
ეს ღვთიური ქალაქია ოსირის !
აქ ცელუიტს ნაოჭები ეკეცება
აქ კულტია შეძახილი: "ო, სირის"

***

დილის ნამი, როგორც ცრემლი, როგორც ვარდი უეკლო,
დილის ცეცხლი ამ ქალაქში არასდროს არ ინთება.

***

ეს წამი მიჩერებს, სიტყვას რომ აქ ვიშვი,
აქ არის ოცნების სავანის სიმშვიდე,
ერთი ვთქვი, გამიშვი! და მერე ავიშვი.
და ცოცხის მაგივრად სიტყვები ვიშიშვლე.
სიშავე ტკივილებს უშუშებს იარებს,
იკითხავ, და ბოლოს გამოგცრის თუ არი,
იკითხავ თუ არი ქალაქში სიშავე
უარი უარი უარი უარი.

უარი სიტყვაზე, თამაშზე თნხმობა,
უარი კითხვაზე: კარები სამოთხის ?
დავმარხავ ლექსებად ჩემს სულისკვეთებას,
და წლების მერე თვითონვე ამოვთხრი.

ეს ლექსი მიჩუმებს სიტყვას რომ აქ ვიშვი,

აქ არის ოცნების სავანის სიმშვიდე,
ერთი ვთქვი, გამიშვი! და მერე ავიშვი.
და სიტყვის მაგივრად მუშტები ვიშიშვლე.

***

აქ გზა ყოველთვის მწვანეა .
აქ გზას ვერავის ჩაკეტავს

აქ გზა ყოველთვის მწვანეა
აქ გზას ვერავინ ჩაკეტავს ...

02.05.2013



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    ირგვლივ ეგ მესმის და ლექსებში აგარ მინდა მოსმენა.წარმატებები+
    მე ვერ ვხვდები სადაა გომელაურის მიბაძვა ? ამ ქალაქში არაფერი მაოცებს ??
    აზრი და სათქმელი ერთია,მაგრამ როგორ გამოხატავ ამას-ეს უკვე მეორე...მე პირადად, არ მომწონს ლექსები,სადაც უწმაწური სიტყვებია გამოყენებული,რანაირი აუცილებლობაც არ უნდა მოითხოვდეს ამას.დრეს-ეს თავის წარმოჩენის ერთ-ერთი საშუალებაა.
    პირადად მე, არ ვარ ინვექტივის წინააღმდეგი პოეზიაში, თუ ამას კონტექსტუალური აუცილებლობა მოითხოვს. ქართული პოეზია გაცილებით "მძიმე" მაგალითებსაც იცნობს და ალბათ მარტო ტიციანის "დადა მანიფესტი" იკმარებს სამაგალითოდ, თანამედროვე ავტორებზე რომ აღარაფერი ვთქვა. ეს არ არის ტრაგედია, პირიქით, მივესალმები ავტორის სითამამეს, მაგრამ სხვა დროისთვის ვისურვებდი, რომ შესრულების ტექნიკაც ისეთივე ძლიერი იყოს, როგორც ავტორის სწრაფვა, თავისუფლებისა და მკითხველთან უშუალო ურთიერთობის დამყარებისკენ. საუკეთესო სურვილებით!
    დემეტრეს დაუწერია უკვე ამის შესახებ,არ წამიკითხია,თორემ მე არ დავწერდი,იმიტომ რომ ჩავთვლიდი,რომ გაიგებდით ამ შემთხვევაშიც კი...
    მე მომწონს თქვენი შემოქმედება ავტორო,მაგრამ ასეთი უწმაწური სიტყვებით ახალს რამეს ვერ გვეტყვით..დღეს საზოგადოებაშია დომინანტი ტენდენცია მიმბაძველობის სინდრომისა,თქვენთანაც ამას წავაწყდი ამჟამად...იმედს ვიტოვებთ,რომ თქვენს ინტელექტს საღიერ მიმართულებაში გადაიტანთ,რადგან ყველამ ვიცით ასეთი ბანალური რაღაცეები,ეს ახალი არაა,მაგრამ ჯობია უკეთესი და უფრო საინტერესო ვუთხრათ თაობას,ვიდრე ასეთი პრივიტივიზმია...იმედია არ დამირჩებით ნაწყენი და გაითვალისწინებთ როგორმე...
    ეს უწმაწური სიტყვების "ხმარება" ლექსებში სტერეოტიპად იქცა ჩემს სუბიექტურ აზრზს თუ მივენდობი... არ მომწონს.. პასუხი შვილთა და პასუხის პასუხი გაიხსენეთ რა ოსტატურად ქიშპობდნენ ერთმანეთში მგოსნები... შენ არც არავის ეჩხუბები და იდი ნ. ... გაიძახი, წარმომიდგენია ბუზის ბზუილას რომ მოიხსენიონ შენი ლექსი რას უბოძებ საპასუხოდ... ჩემი თხოვნაა ლექსში მოდისთვის გინები ტენდენციას ნუ აყვები.. მეგობრული რჩევაა )
    ეს იუმორისტულში რომ მენახა, იქაც მეხამუშებოდა
    გომელაურის მიბაძვაა ერთგან...