ბაია ( goldilocks flower) ზაზა ჯღარკავა
პოეზია
17,05,2013
596/14

ბაია ( goldilocks flower)

,,ასპიტსა და ვასილისკოსსა ზედა ხვიდოდი და

დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი''

( დავით წინასწარმეტყველი, ფსალმუნი 90)


* * * *

გულს კანს ათლიან სამართებლით,
ისმის ღრჭიალი დამპალი ხის კარის კეტვისას,
ეშმაა მგონი ამღვრეული ვნების მარხილი
და ემალები კარს ურაზავ დაბინდებისას.

შიში, როგორც შავი ქორი მოგსდევს ფეხდაფეხ..
და როცა ხვდები სიკვდილს ნიშნავს უკან დახევა,
სხეული გცვივა ნაწილ-ნაწილ როგორც ფოთოლი
უდროოა, შემოდგომაზე გარდაცვალება...

შენ ებრძვი შენს თავს, სხვასაც ებრძვი უნდა აჯობო,
არ მისცე ეშმას გადარჩენილი სარკის ნამსხვრევი,
შუბი, მახვილი.. იქნებ სისხლიც ბევრი დახარჯო..
უნდა აჯობო ბედისწერას , ...

ასჯერ არ დათმო, თუ კი აზრი ასჯერ გაგიწყდეს
დედამიწა ხომ სარეცხის თოკზე, ქარში კიდია.
არ დათმო მაშინაც, თოკმა რომ გიმტყუნოს მთაზე ასვლისას
მარტოსულები, ხომ მარტო სულით მთაზე ადიან...

არ დათმო, როცა გრძნობ რომ სხეული დამძიმდა...
სიმძიმის ძალა გექაჩება ფეხის გულებზე,
ყულპში თავს უყობ, გახსენდება შენი ბავშობა
ერთი,
ორი,
სამი წამიც და..
უკვე ისვენებ.





  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    მადლობა ნათია ))
    მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ შევფერხდი, არის გამორჩეული ადგილები და თუ გადახედავ კარგი იქნება. +2
    არაუშავს
    მადლობა ყველას ))
    სხეული გცვივა ნაწილ-ნაწილ როგორც ფოთოლი უდროოა, შემოდგომაზე გარდაცვალება...+
    სხეული გცვივა ნაწილ-ნაწილ როგორც ფოთოლი უდროოა, შემოდგომაზე გარდაცვალება...+
    სხუეული გცვივა ნაწილ-ნაწილ როგორც ფოთოლი უდროოოა შემოდგომაზე გარდაცვალება...კარგი! წარმატებები ავტორს + +
    სხეული გცვივა ნაწილ-ნაწილ როგორც ფოთოლი უდროოა, შემოდგომაზე გარდაცვალება......... მარტოსულები, მარტო სულით ადიან მთაზე...++
    ბატონო ზურაბ რა ხდება იცით? აქ მხოლოდ სახელით ვიყავი დარეგისტრირებული, შემდეგ კი მოდერატორმა მითხრა რომ ლექსის გამოსაქვეყნებლად სახელთან ერთად აუცილებელი იყო გვარიც.. ვერც მე ვხედავ ამ ნაწარმოებს, მეგონა რომ დამიბლოკეს... ასე რომ გამიხარდა თქვენი კომენტარი და ++. გაიხარეთ! ))
    შიში, როგორც შავი ქორი მოგსდევს ფეხდაფეხ.. და როცა ხვდები სიკვდილს ნიშნავს უკან დახევა, სხეული გცვივა ნაწილ-ნაწილ როგორც ფოთოლი უდროოა, შემოდგომაზე გარდაცვალება... ეს ადგილი გამოვარჩიე მე დასაპლიუსებლად++
    ეს ლექსი კომენტარებიდან ვიპოვე, თუმცა ავტორის გვერდზე რომ შევდივარ არ დევს, აბა რა სივრცეში ვარ ახლა ამიხსნის ვინმე?
    1."ეშმაა მგონი ამღვრეული ვნების მარხილი" _ ამღვრეული ვნებით ანუ ფუჭი სურვილებით ხშირად გაუცნობიერებლად ვებმებით ეშმაკის მარხილში.. 2.რაც შეეხება რიტმს, გასაგებია რომ რითმულობა ლექს გარკვეულ ელფერს სძენს და "ფუთავს" საჩუქარიით )).მე კი არ მიყვარს შეფუთული საჩუქრები და ვცდილობ, რომ ხელოვნურ რითმიულობას და ''თითიდან გამოწოვილ'' ფრაზებს თავი ავარიდო, მგონია რომ ამით ბუნებრივობას და გულწრფელობას დავკარგავ. თუმცა ვთვლი, რომ შესაძლებელია ხელოვნურად შექმნა რითმა, ისე რომ ეს ორგანულად მივიდეს მკითხველამდე, მაგრამ მაინც უკმარისობის გრძნობა მიჩნდება რატომღაც და ამ ერთგვარ "ყალიბს" გავურბივარ.. არ ვფიქრობ მკითხველზე და ალბათ ესაა ჩემი ''დანაშაულიც'' თქვენს თვალში..)) ნაწარმოებს ვწერ ჩემი მხოლოდ ჩემი თავისთვის და სწორედ ამ ეგოიზმს ვაფასებ ყველა ხელოვანში.. 3. რაც შეეხება თემატურობას, ვფიქრობდი რომ სანამ რედაქტორამდე მოვიდოდა ნაწარმოები, გარკველ კორექტივებს შევიტანდი, მაგრამ ვერ მოვახერხე..მართლა ძალიან ვწუხავრ ამის გამო ქ-ნო ნათია ))
    ეშმაა მგონი ამღვრეული ვნების მარხილი - აქ მარხილი რა შინაარსობრივი დატვირთვით არის? რიტმი დამერღვა ხშირად, ცალკე სხვადასხვა სტროფში და ცალკე სტროფებს შიგნითაც. ანუ, ვერც კონვენციურად აღვიქვი და ვერც ვერლიბრად. აზრიც ასევე ცვალებადი გახდა,თითქოს,თემატიკით.