დიდებმა რა იციან.. ანა პაპოშვილი
პოეზია
18,05,2013
906/22

და შენ რა იცი რა გემო აქვს სილაში თამაშს .. თვალებში ამოსმული ქვიშიანი ხელებით და ტალახით დასვრილი შარვლით სახლში შეპარვას.. ჩუმად, ცივი წყლით დაბანილი ფეხების გაუმშრალებლად "ჩუსტიკებში" ჩაწყობას ..

ეზოში ქვიშის კოშკების აგებას და გამუდმებით ძახილს:

"-პასკა , პასკა გამოცხვი.. თუ არ გამოცხვები , დედა მოგიკვდება."

და უფრო მეტიც.. წრეში ბურთის თამაში და "ხაჭაპურების გამოცხობა" ხომ ერთ სიამოვნებად ღირს..

"-პაჟრია, პაჟარიაა"-ს ძახილით გამოვარდნა სამალავიდან კიდევ ერთი სანახაობაა.

და შენ რა ? ერთხელ მაინც გითქვამს გადაფურთხების წინ "მოჟნა" ?..

შენ არაფერიც არ იცი.. ან უკვე დაგავიწყდა ქვიშის გვირაბებში , როგორ დაგყავდა პაწაწუნა მანქანები .

სამთვალა ველოსიპედზე მიმაგრებულ საბარგულს, როგორ ავსებდი ყვავილებით , ბალახებით და როგორ მიგქონდა "დედისთვის", მას , რომ საჭმელი გაეკეთებინა ბავშვებისთვის . ესეც "ვითომ , ვითომ"..

არც ის გახსოვს ალბათ, როგორი სისწრაფით იჭმევა მწვანილებიან-ხახვებიანი სუპი, მაშინ როდესაც ეზოში ბავშვები გელოდებიან "ათობანას" სათამაშოდ...

იცით რა ბედნიერებაა ქუჩაში ნაპოვნი ათ თეთრიანი , დურად გაყოფილი ხუთ-ხუთ თეთრად და ამ ფულით საღეჭი რეზინების ყიდვა..

იცი რა ბედნიერებაა, შენს კარებთან აყუდებული ბავშვების ნახვა და მათი სიტყვების მოსმენა : "ლია დეიდა , ანას გამოუშვებთ ეზოში?.. " და დედის "კი" ხომ ერთ დიდ აურზაურს და ღრიანცელს ქმნიდა..

შენ რა იცი რა არის , როცა ეზოდან ამოსვლა არ გსრუს და ყელგამოწეული იხვეწები:" გეხვეწები , ცოტა ხანიც რაა.."
მერე გაბუსხული კიბეებზე ასვლა სახლისაკენ.
უგემრიელესი კარტოფილის შეხრამუნება (ისიც მხოლოდ "კრახუნების") და აფუმფულებულ ბალიშში ჩამხობა.. მერე ხვდები , როგორ დაღლილხარ..
იხსენებ ყოველივე მომხდარს, გეგმავ ხვალინდელ დღეს და ამ ფიქრებში გეძინება, ცხვრების დაუთვლელად...


შენ კი არ იცი რა გემო აქვს სილაში თამაშს და მუდამ მსაყვედურობ ასაკის გამო..



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    გამახსენდა პატარაობა;D კარგია! ++
    დიდი მადლობა გიორგი : ) დაბლაც დავწერე , რომ ეს პოეზია არ არის.. მინიატურად არის ჩაფიქრებული , მაგრამ პოეზიის ჟანრში რატომ გამოქვეყნდა არ ვიცი :/
    ეს ისეთი ნაშრომია, რომელიც ავტორს უნდა მიულოცო, ჰო და გილოცავთ ანა!
    ოღონდ ეგ არის - ლექსად ვერ აღვიქვი.
    ძალიან მაგარია. +2 :)
    ეს მე დავწერე ნეტა? :D ზუსტი კადრებია
    კარგი მინიატურაა +2
    გადის დრო, ხომ ვამბობ ზღაპარია ცხოვრება თქო
    შენ კი არ იცი რა გემო აქვს სილაში თამაშს და მუდამ მსაყვედურობ ასაკის გამო..
    ნიჭიერი გოგო, წარმატებები ++
    დიდი მადლობა ყველას.. ვეცდები თქვენი მოლოდინი ყოველთვის გავამართლო.. ასევე წარმატებები : **
    მადლობა იმისთვის,რომ ერთხელ კიდევ გამახსენეთ ჩემი,უკვე თითქმის გადავიწყებული ბავშვობა...წარმატებები ჩემო კარგო,სენკტ ეგზიუპერი უკვე ბავშვობას კარგა ხნით გაცილებული იკო,როცა პირველი ფრენა განახორციელა კონტინენტებს შორის და როცა შეეკითხნენ, საიდან მოდიხარტო,მან მაინც ასე უპასუხა:,მე მოვდივარ ჩემი ბავშვობიდანო...დიახ ჩემო კარგო.ეს ის ოქროს ხანაა ადამიანში,რომლის ნოსტალგია მტელი ცხოვრების გზაზე გამოგყვება ხოლმე...წარმატებები++
    აი სიტყვებიც არ მყოფნის, იმდენი ემოცია დამიტოვა. მშვენიერია მართლა. და თანაც ორეგინალური. მე თვითონ ძალიან გამიჭირდა ბავშვობის გაშვება და რავი უმაგრესია. როგორც კი ბრაუზერის პრობლემას მოვაგვარებ აუცილებლად მაკსიმალურ ქულას დაგიწერთ.
    რა ლამაზი აზროვნება გაქ ანა
    ჩემი მეგობრის,ლალო ოდოსაშვილის სიტყვები გამახსენდა: "მანამ იქნები ბავშვი,სამან ეს შენ გინდა". "სამთვალა ველოსიპედზე მიმაგრებულ საბარგულს, როგორ ავსებდი ყვავილებით , ბალახებით და როგორ მიგქონდა "დედისთვის"" _ არვ კი ვიცი რა ვთქვა. დამასევდიანა და გამაღიმა ერთდროულად. ++
    ჩემი მეგობრის,ლალო ოდოსაშვილის სიტყვები გამახსენდა: "მანამ იქნები ბავშვი,სამან ეს შენ გინდა". "სამთვალა ველოსიპედზე მიმაგრებულ საბარგულს, როგორ ავსებდი ყვავილებით , ბალახებით და როგორ მიგქონდა "დედისთვის"" _ არვ კი ვიცი რა ვთქვა. დამასევდიანა და გამაღიმა ერთდროულად. ++
    არ ვიცი პოეზიაში რატომ გამოქვეყნდა ეს ნაწარმოები , მე პროზად დავწერე და ჟანრიც პროზა მივუთითე.. თუ ამ ხარვეზს გაასწორებენ რედაქტორები დიდ მადლობას მოგახსენებთ ; ** ყველას ძალიან დიდი მადლობა... ** გაიხარეთ
    პროზაში უფრო პერსპექტიულია ჩემი აზრით ეს ავტორი. როგორც მინიატურას, +2-ით შევაფასებ. ემოციურია ! წარმატებებიი!
    მიყვარს ეს ნაწერი, ანა.. მე იმავე შენიშვნას მოგცემდი, რასაც საკუთარ თავს ვეუბნები გამუდმებით: უნდა იგრძნობოდეს რომ პოეზიაა და არაა ჩანახატი.. წარმატებები :*
    ანა ამ თემაზე კომენტარი ფაცებუქზე დავტოვე და აქ არ განმეორდები....უნიჭიერეის ხარ და კი იცი როგორც გაფასებ...ასაკი მეგობრებო ასაკი...ეს გოგონა სკოლის მოსწავლეა და ასე აზროვნებს აპლოდისმენტები მას:)
    სასიამოვნოა...ბავშვობის ნოსტალგია...თუმცა ლექსისთვის დამახასიათებელი რიტმი ვერ ვიგრძენი აქ.ვეთანხმები ზურაბს-უფრო მინიატურად აღვიქვი...საერთო ჯამში დადებით შეფასებას იმსახურებს + +
    ძალიან მაგარია, ყოჩაღ, მაგრამ, მე მგონი ეს მინიატურაში რომ იდოს უკეთესი ეფექტი ექნება, პოეზიად გამიჭირდა აღქმა, თუმცა ძალიან მაგარია ნამდვილად. +++++++++++++++++++++++
    ძალიან მაგარია, ყოჩაღ, მაგრამ, მე მგონი ეს მინიატურაში რომ იდოს უკეთესი ეფექტი ექნება, პოეზიად გამიჭირდა აღქმა, თუმცა ძალიან მაგარია ნამდვილად. +++++++++++++++++++++++
    ვახ, ერთი ამოსუნთქვით წავიკითხეო, ამაზეა ნათქვამი. პირველ ხაზზე გამეღიმა და გაღიმებული ჩავედი ბოლომდე, თან ჩემმა პატარაობამ გამირბინა თვალწინ ყველა დეტალით (თითქმის). მადლობა, ანა, გამახალისე ძალიან და დადებიტად დამუხტული გავდივარ ამ გვერდიდან. არავის ასაყვედურებინო ასაკის გამო. რაც შეიძლება დიდხანს უნდა იყო ბავშვი :)) წარმატებები.