ფიქრები ფიქრში.. ანა პაპოშვილი
მინიატურა
23,05,2013
932/10

ნისლიან ამინდში , ცარიელ ქუჩაში გასეირნებასაც აქვს თავისი დადებითი მხარეები..
არეული ნაბიჯებით , ხელის ცეცებით გავივლიდი მცირე მანძილს.. დავხედავდი ტალახით დასვრილ ფეხსაცმელს... გამახსენდებოდა თუ როგორი ჭაობი გამოვიარე და გამეღიმებოდა.. გავხედავდი ჰორიზონტს და სუდარაგადაფარებულ ცას..
ჩავფიქრდებოდი..
არამარტო ჩავფიქრდებოდი , არამედ ვიფიქრებდი კიდეც..
-რაზე?
მზეზე , სითბოზე, უეკლო ვარდებზე, ცისარტყელის ქვეშ სიარულსა და მჩქეფარე ფშავის არაგვის ნახვაზე.. ამბობენ ულამაზესიაო.. (მე კი არასდროს მინახავს) იმასაც ამბობენ იქ მუზა არასდროს გავიწყებს თავს და ერთგულ მეგობარივით ხელჩაჭიდული დაგყვება მუდამო..
ვფიქრობ..
თითქოს ვგრძნობ ..
უკვე მეხებიან მისი მეტისმეტი ნავარდისგან მიწაზე გადმოსული შხეფები.. ახლა უკვე ცხადად ვგრძნობ სუფთა ჰაერს , სუნთქვაც არ მიჭირს და მისკენ მივიწევ.. ვცდილობ ხელით შევეხო , რომ მისი სიძლიერე ვიგრძნო. ვიგრძნო თუ როგორ თავგანწირულად იბრძვის თავისუფლებისთვის ..
ვუახლოვდები მცირე ნაბიჯით...
ხელს ვიშვერ მისკენ , მაგრამ თვალებს მჭრის შმაგ ზვირთებზე არეკლილი მზის სხივები.. ვფიქრობ ჩემგან იცავს! არ უნდა მივუახლოვდე .. არ უნდა გამოვიცნო ის საიდუმლო რითაც ინარჩუნებს სიმტკიცეს და ნებისყოფას მიწიერი უბრალოების, ერთფეროვნების თავიდან ასაცილებლად.
მეც ვეღარ ვუძლებ ამ სიკაშკაშეს .. ვშორდები და ვახელ თვალებს..
ნისლიან გზაზე ძნელად გავარჩევდი წინ მომავალი მანქანის სილუეტს , თუმცა კი უკვე რამოდენიმე მტკაველიღა დაგვაშორებდა ერთმანეთს.. მისი ფარების არამიწიერი სინათლე თვალს მომჭრიდა .. მანქანის გამონაბოლქვი ჩემს თმებს შეეხებოდა.. სიმარტოვის სიცივე ჩამომიქროლებდა.. უცებ გამოვერკვეოდი ფიქრებისგან.. გზაზე გადავირბენდი.. თვალს გავაყოლებდი ჩავლილ ავტომობილს და ჰორიზონტს გასწვრივ შესუდრულ ცას გავხედავდი..
გამახსენდებოდა ჩემი ტალახით დასვრილი ფეხსაცმელი , გამოვლილი ჭაობი და გავიღიმებდი..

ვიტყოდი: "- მადლობა უფალო , რომ ვსუნთქავ.."


ნისლიან ამინდში , ცარეიელ ქუჩაში, საკუთარ "მესთან" ერთად გასეირნებასაც აქვს თავისი დადებითი მხარეები..



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    მადლობა გიო.. : )) მეც მიყვარხარ ლექსებიანად :*
    რა კარგი ხარ შენ :) როგორ მიყვარხარ ...++
    გაიხარე არჩილ.. დიდი მადლობა ყველას :*
    ანა კარგი ხარ და წარმატებებს გისურვე:))) ასე გააგრძელე უკეთესობისკენ შემოქმედებითად...ნისლიან ამინდში , ცარეიელ ქუჩაში, საკუთარ "მესთან" ერთად გასეირნებასაც აქვს თავისი დადებითი მხარეები.----მაგარია
    ნისლიან ამინდში , ცარეიელ ქუჩაში, საკუთარ "მესთან" ერთად გასეირნებასაც აქვს თავისი დადებითი მხარეები.. წარმატებები ანა...
    გაიხარე,, ასევე წარმატებები..
    მომეწონა. ფშავი და არაგვი მეც მომაწონა და უამინდობაც ძალიან მიყვარს. წარმატებები
    დიდი მადლობა.. შევასწორე კორექტურები :) :*
    თავისებური ხედვები აქვს ამ ავტორს. მომწონს მე პირადად, თუმცა მეტი შეუძლია ბევრად და არწმუნებული ვარ, კიდევ უფრო გაიზრდება და დაიხვეწება თანდათან... წარმატებები ანა და კორექტურებს გადახედე მართლა.
    ნაებიჯებით,ვდილობ,ვუახლოვხდები,ცარეიელ - ამ კორექტურებს შეავლე ხელი,ანა. საინტერესო ფიქრია და დიახ, "ნისლიან ამინდში , ცარიელ ქუჩაში, საკუთარ "მესთან" ერთად გასეირნებასაც აქვს თავისი დადებითი მხარეები." მართლაც.