ავტოპორტრეტი ნინო ქოქოსაძე
პოეზია
2011-08-17 12:15:12
365/17

შენ ხომ არ იცი,
რომ მე ვარ ქალი,
რომელიც ხშირად,
გამოგონილი სიყვარულით ისე ავადობს,
რომ ავიწყდება: ჭამა–სმა–ძილი,
მეტროს სადგური –
სადაც უნდა ამოსულიყო.
და რომ დილიდან უწევს სიცხე
და რეცეპტივით
უწერს ლექსებს – საკუთარ კაბას
და კარადაში,
გარდაცვლილის პერანგთან კიდებს,
რათა დრო და დრო გამოაღოს,
გაამზეუროს,
არ იცი კიდევ,
რომ სხეულზე აყრის იები
და სიფრიფანა ფილტვებიდან
უჩანს ყაყაჩო,
რომ გადაურჩა (იყო ასეც),
ზღვას მარტოობის
და ბოლოს ერთმა,
ცარიელმა ღამემ დაახრჩო...
...........................
შენ ხომ არ იცი...



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 17
  • GUR.J
  • 2012-02-10 03:23:41
  • ძალიან კარგი ლექსია
    +3
  • 16
  • ირაკლი ყურუა
  • 2011-09-30 18:13:05
  • არ მქონია აქ რაღაცე(ე)ები წაკითხული :(

    "რეცეპტივით ლექსები"...

    +++
    შთამბეჭდავია
    +1
    ახლა მგონია, რომ მეც დამაყარა ტანზე იებმა...... ძლიერმუხტიანი ლექსია, ჰაეროვანი და ემოციური
    რომ გადაურჩა (იყო ასეც),
    ზღვას მარტოობის
    და ბოლოს ერთმა,
    ცარიელმა ღამემ დააღრჩო... <<<<< ამეკვიატება .....


  • 12
  • ლილია
  • 2011-09-12 13:55:21
  • აქ მართლაც უკომენტაროდ!.. (აღფრთოვანებული სმაილი ვერ ვიპოვე,რატომღაც )
  • 11
  • მაკა კოლხი
  • 2011-09-09 08:26:24
  • რა კარგი იყო! რა ძალიან კარგი! smile
  • 10
  • ჰენრი
  • 2011-09-05 16:05:44
  • "და რომ დილიდან უწევს სიცხე
    და რეცეპტივით
    უწერს ლექსებს – საკუთარ კაბას " აი - ლექსი! :)
    არ იცი კიდევ,
    რომ სხეულზე აყრის იები
    და სიფრიფანა ფილტვებიდან
    უჩანს ყაყაჩო,
    რომ გადაურჩა (იყო ასეც),
    ზღვას მარტოობის
    და ბოლოს ერთმა,
    ცარიელმა ღამემ დააღრჩო...
    ...........................
    შენ ხომ არ იცი...


    მომნატრებიხარ მეგობარო და ამ ლამაზი სტრიქონებით გიპოვნე :-*

    ძალიან, ძალიან და კიდე მეტი!!!!!!!!
    და კარადაში,
    გარდაცვლილის პერანგთან კიდებს,

    რა სამწუხაროა.
    ეს ლექსი წაკითხული მქონდა.
  • 6
  • ნათია პაპიძე
  • 2011-08-18 13:44:58
  • მმმმმმმმ....

    რატომ ვგრძნობ ყოველ თქვენს ლექსს ასე მძაფრად?!

    მშვენიერი ლექსია! ბრავო! +
    ამ ლექსს როდესაც ვკითხულობ ყოველვის ცრემლები მახრჩობს.... ნინ :*
    შენ ხომ არ იცი...

    ჰო, არ იციან... სამწუხაროდ...

    უჰ, ულამაზესი ლექსია, ძალიან ქალური და მართალი...

    "ერთმა ცარიელმა ღამემ დააღრჩო..."
    მსვენიერზე უკეთესია smile
  • 1
  • რ_____ო_____ი
  • 2011-08-15 02:44:11
  • თქვენი ხმით წამეკითხა...

    გაიარა ტანში...

    +