უყვართ ქართველებს ჯაზი გიგა კვეტენაძე
პოეზია
04,07,2013
421/5



(ეძღვნება ბილ ევანსის ხსოვნას)

ბილი! როგორც გინდა,ისე გამიგე და ერთი სიტყვით მინდა დაწყება:
მისი სიმსუბუქე იღვენთება, გულზე ლოდად მაწევს ფიქრები,
ისევ ზესდაპირულ გრძნობამ მომთენთა და ისევ ფასადური ვიქნები!

ბილი! დამიჯერე, ერთი სიტყვა მინდა; ერთი ისტორიაც არ წყდება.
ბილი! როგორც გინდა, ისე გამიგე და ერთი სიტყვით მინდა დაწყება.

მოკლეთ ასსე არის:
ნისლს ისევე გათელილს, გაქცეულს და ნასიზმრალს,
ფიქრის ჯვარს რომ მიანდობს გადამფრენი ფრინველი,
უკვე წამლად სჭირდება ერთი გრძნობა ასიდან,
ერთი გრძნობა ასიდან.
უსათუოდ პირველი!

ჯაზის მესმის ფრაზები, ტრაფარეტულ სიტყვებად,
ბილი ხელში იჭერს და ბეღურებად გაუშვებს ...
მე ვწერ, მერე ვამოწმებ და სიცილი მიტყდება -
რომ ამ დამპალ შრეებში ჯაზს არავინ არ უსმენს.

ბილი მხოლოდ ფარდაა ... ერიკიც კი ფარდაა
ფარდა ყველა დროების მზეს ჭილობში ატარებს,
ამ ცხოვრების მაგრამ და ამ ცხოვრების გარდაა
სიტყვით ვებრძვი ტიტანებს, მოზრდილებზე პატარებს.

მორჩა!






  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    მოკლეთ-მოკლედ.ისევ ზესდაპირულ გრძნობამ მომთენთა -აქაც გასამართია წინადადება-ისევ ზედაპირულმა გრძნობამ მომთენთა.ჭილობში-ჭილოფში.მაგრამის წინ მძიმე დაისმის ყოველთვის.კორექტურები არის ნაწერში.წარმატებები
    მადლობთ
    ფარდა ყველა დროების მზეს ჭილობში ატარებს,
    ამ ცხოვრების მაგრამ და ამ ცხოვრების გარდაა
    სიტყვით ვებრძვი ტიტანებს, მოზრდილებზე პატარებს.
    გაქცეულს,ნასიზმრალს..კარგია!++