მწუხარების საათი თამაზ რურუა
პოეზია
10,09,2013
474/1

ირგვლივ სიჩუმე და დუმილია,
სადღაც შორს ისმის მწარე გოდება.
გულში ჩამესმის ხმა იდუმალი,
ეს სიზმარია თუ მოგონება.
ვით საპნის ბუშტი ისე გაქრება,
ეს უდარდელი, ლაღი ცხოვრება.
ოხრად დარჩება ეგ ყველაფერი,
დროსტარება და სიამოვნება.
ამევსო გული დარდით, ნაღველით,
სიცოცხლე ისევ ოდნავ ანთია.
მსურს ვიარსებო იმ სიხარულით,
ჩემს საქართველოს გარს რომ არტყია.



29 აგვისტო, 1977



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 1
  • ოთარ რურუა
  • 11,09,2013 12:16
  • კეთილი იყოს მამაჩემის ფეხი ამ საიტზე, მიყვარს ეს ლექსი. :)