\"მარინა\"-ზღვის პეიზაჟი ნინო ქოქოსაძე
პოეზია
2011-09-01 01:40:50
247/16

მარინა,
ნუ ენდობი ბრიუსს.
ბრიუსი მხატვარია,
ის შენს \"ნიუს\" გამოფენაზე გაიტანს,
სიცისფრეს ააფარებს...
შენ კი, ma cherie,
როგორ გინდა დააჯერო პატარა ბიჭი,
რომ მამა - მისი
ზეცაში ცხოვრობს
და შენ ბრიუსთან- მხოლოდ მუშაობ.
ის უკვე ოცნებობს გახდეს მხატვარი
და ტალღაზე უფრო ლურჯი,
და ტალღაზე უფრო ქაფიანი,
ბრიუსის პეიზაჟი
სანაპიროს გასწვრივ გამოკიდოს,
კიდეზე წითელი წარწერით:
\"მარინა\"



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 16
  • რუსა ზოიძე
  • 2013-01-07 21:20:20
  • http://www.youtube.com/watch?v=7FtTPRFgKO0 მელოდიასთან ერთად უფრო ემოციური და სევდანარევია ....++
  • 15
  • მაკა კოლხი
  • 2011-09-02 00:51:30
  • მეორედ მივუბრუნდი წასაკითხად. ჰო, მიმაბრუნა, ისეთია! smile
  • 14
  • მაია ღლონტი
  • 2011-09-01 21:38:11
  • ძალიან კარგი ლექსია+
    ძალიაან მაგარია, ძალიააან!
  • 12
  • შენი_ანი :)
  • 2011-09-01 12:26:59
  • +..................
  • 11
  • ნინო ქადაგიძე
  • 2011-09-01 12:17:14
  • ცხოვრების ასე მძაფრად და პოეტურად გალექსვა მხოლოდ შენ გამოგდის :)
    ღრმაა იმდენად რომ რამოდენიმეჯერ უნდა წაიკითხო...:) მომწონს ასეთი ლექსები...
    ვეთანხმები ნათიას მე... ასე შენ გამოგდის მხოლოდ ნინო.
    სიცისფერეს ააფარებს...

    თქვენი პოეზია მზრდის... კი, ასეა... ამიტომ მომწონს
    მადლობა მკითხველს.
    უცნაური ამბავია . მენატურე მარინას ისტორია დამესიზმრა და პირველი ვარიანტი რუსულ ენაზე დაიწერა. იყო რითმიანი. ვთარგმნე და გამოვიდა ვერლიბრი.

    ვფიქრობ, მეტი სიცხადისათვის, ბოლოს უნდა იყოს "ბრიუსის ნატურმორტი", უფრო გასაგები იქნებოდა ვაჟის მიერ დედის "გამშიშვლებლის" მკვლელობის ასოციაცია, მაგრამ ამ სახით ლექსი დაბეჭდილია "ჩვენს მწერლობაში". წიგნში კი ისე შვიტან როგორც მირჩევთ:)

    მიყვარს არვისდარად,ლამაზად , თამამური სიახლით, ჯიუტად

    მიდიხართ თქვენს მშვენიერს სამყაროში.

    ეს ლექსია-დასტური!

    ძლიერი ლექსი! სიახლეებიდან ყველაზე კარგია +
  • 4
  • ნათია პაპიძე
  • 2011-09-01 02:09:05
  • ის შენს "ნიუს" გამოფენაზე გაიტანს,
    სიცისფრეს ააფარებს...
    შენ კი, ma cherie,
    როგორ გინდა დააჯერო პატარა ბიჭი,
    რომ მამა - მისი
    ზეცაში ცხოვრობს
    და შენ ბრიუსთან- მხოლოდ მუშაობ.
    გაცილებით მეი სიღრმეა აქ, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ცხოვრებისეულის ასე ლამაზად მოტანა,იშვიათად შეულძლიათ დღეს.
  • 3
  • რ_____ო_____ი
  • 2011-08-31 23:00:38
  • +.................
    ზედა მარჯენა კიდეზე... smile
    +
  • 1
  • ა__ჩ__ი
  • 2011-08-27 03:17:40
  • სიმართლე გითხრა ბოლომდე ვერ ჩავწვდი ნაწერს. თუმცა დასაწყისის გამო შემიძლია თამამად დავწერო +