... ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
05,10,2013
3961/16

ღამე მთებს ნისლის საბანს უქარგავს,
წვიმის წვეთები,ნაძვის ხეს რთავენ,
მთელი არსებით გრძნობ,რომ უყვარხარ,
ფეხქვეშ გაგებულ,მშობლიურ მთა-ველს...

გრძნობ,რომ ბოლთას სცემს სისხლი ძარღვებში
და გულისცემა მაჯიდან გესმის,
მხოლოდ ეს გშველის ნერვებდაგლეჯილს,
ეს მთები,ზოგს რომ ჭკუიდან შეშლის.

სხვა ფერი დაჰკრავს აქაურ მინდვრებს,
სულ სხვაა ფიქრი ამ არყის ძირას,
ვდგავარ მთის წვერზე ხელებს (ფრთებს)ვიქნევ,
ამ დროს ქალაქებს მკვდარივით სძინავთ,

მე სხვა ხსნა არ მაქვს,ვირჩევ მარტივად,
სხვაგან სიცოცხლეს,აქ სჯობს სიკვდილი,
ჩემი სამოთხის ალტერნატივა
აქ არის,სადაც ვგალობ ჩიტივით.

ღამე, მთებს ნისლის საბანს უქარგავს,
წვიმის წვეთები ნაძვის ხეს რთავენ,
მე არაფერზე აღარ ვწუხვარ და
აღარც უაზრო ფიქრები მკლავენ...

სიზმარი!



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    "ვდგავარ მთის წვერზე ხელებს (ფრთებს)ვიქნევ,
    ამ დროს ქალაქებს მკვდარივით სძინავთ"... მომწონს შენი შემოქმედება. წარმატებები!
    მიყვარს მთები და შენც :*
    მშვენიერია მართლა .
    ძალიან ლამაზი ლექსია, ჩემი უსასრულო მოწონება ავტორსა და მის შემოქმედებას. გულთბილი მოკითხვა ლიპო და წარმატებები.
    ძალიან ლამაზი ლექსია, ჩემი უსასრულო მოწონება ავტორსა და მის შემოქმედებას. გულთბილი მოკითხვა ლიპო და წარმატებები.
    ძალიან ძალიანნნ :)
  • 10
  • არამითი777
  • 15,11,2013 08:43
  • დიდებულია!
    ვიცოდი ნაფიქრი ნაწერი რომ დამხვდებოდა და თავისებურად ემოციური. კარგია ძალიან.
    ვიცოდი ნაფიქრი ნაწერი რომ დამხვდებოდა და თავისებურად ემოციური. კარგია ძალიან.
    ვიცოდი ნაფიქრი ნაწერი რომ დამხვდებოდა და თავისებურად ემოციური. კარგია ძალიან.
    ძალიან მაგარია ლიპო
    მთელი არსებით გრძნობ,რომ უყვარხარ.....
    +++
    მშვენიერია, ბევრი მოწონება
    კარგია ნამდვილად.
    აქ არც ველი ხოლმე ნაკლებს.
    როგორც ყოველთვის,მოწოდების სიმაღლეზე ხარ ++
  • 1
  • ნინო ღლონტი
  • 05,10,2013 10:12
  • აი, როგორ შეიძლება დაწერო ლექსი სამშობლოზე ისე, როგორც არ უთქვამთ ჯერ. ისე, გულს რომ აგიჩქარებს და შეყვარებულს კიდევ მეტად შეგაყვარებს.

    ძალიან კარგია!