წუმპე ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
17,10,2013
724/3

ქუჩები,ხალხი,გემოვნება ხარისხით მინუს,
თვალები-მღვრიე,უსინათლო,მკვლელი თვალები,
ჩუმი ღამეა,ოდნავ ბნელა,ბნელა და ყინავს,
ღამე, რომელშიც შავი კათაც ვერ იმალება
იმშვიდებს ნერვებს,სავსე მთვარეც გახუნდა,გაქრა,
თითქოს არც ცაა,თითქოს ზევით არაფერია,
პალმის ხეები ჰგვანან ჩიტებს,სიცივით დამფრთხალს,
რომლებიც მზის სხვივს,როგორც საკვებს ისე ელიან.
მე ვცხოვრობ აქ და ასეთია ჩემი სამყარო,
მე ვდარდობ,მტკივა,მიხარია თითქმის არასდროს,
უაზრო იმედს,არაფერზე აღარ ვამყარებ,
მხოლოდ ერთს ვფიქრობ-თვითმკვლელობა როგორ დავასწრო
ნაცრისფერ ქალაქს,დანგრეული სახლების მწკრივით,
სახლების სადაც უხალხობა არის ფობია,
მოდის მდინარე ამ ქუჩაზე, ჩემსავით მღვრიე...
ეს ქალაქი კი დედამიწის ეპილოგია...

მე ვცხოვრობ?...



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    ყველას გვაკლია სითბო(
    კარგია :*
    "მოდის მდინარე ამ ქუჩაზე, ჩემსავით მღვრიე..."- ეს განსაკუთრებით მომწონს.
  • 1
  • ნინო ღლონტი
  • 28,10,2013 04:22
  • აი ის ბოლო ფრაზა ზედმეტია ჩემი სუბიექტური აზრით))

    "ეს ქალაქი კი დედამიწის ეპილოგია"– ეს არის ძალიან მაგარი ფრაზა და ამიტომაც იქნება ამის შემდეგი ნებისმიერი ფრაზა ერთნაირად ზედმეტი...

    ყოველთვის ინტერესით შემოვდივარ აქ...