*** მარიამ მიხელიძე
მინიატურა
2011-09-01 20:52:50
218/9

სული უცხელეს უდაბნოს მიგავს, და ცხელ ქვიშაზე ქრის ქარიშხალი. უწყლოდ დარჩენილ სულის ღარებზე ჩემი ოცნება დნება, ილევა. ფიქრთა ქროლვაში მწვავედ მახსენებს სულის უდაბნო უმძიმეს ცოდვებს... ლოდით გამსრისეს, ასე მგონია, ისე მძიმეა ცოდვის ატანა. ეს მწარე გრძნობა სხეულსაც მიჩხვლეტს, სულს ანადგურებს, და ფლეთს უწყალოდ. ვნებებით სავსე ამ უწმინდურ გულს ახლა სჭირდება გასუფთავება. ო, როგორ მინდა სულ ცოტა დროით გადავინაცვლო ჩემს ბნელ წარსულში, რომ შევიცვალო გული როგორმე, რომ ამოვსალო ცოდვები სულში. მონანიება როგორი ძნელი, უსასრულობის მომცველი არის, რადგან გაძლება უნდა სინანულს, რომ მიხვედრილმა საკუთარ უსაშინლეს მოქმედებებს, ბოროტებებს, სეინარჩუნო სასოება, არ დაკარგი ძლივს ნაპოვნი ხსნის გზა, წამითაალებული რწმენა, არ ჩავარდე სასოწარკვეთილებაში...
და საშინელი ვნებებით სავსეს, გულს შემოაღებს უტკბესი მადლი. ღმერთი გიწყალობებს შვებას მონანულს, რომ არ მოიკლა თავი, როცა გაიგებ, ვინა ხარ, რა ხარ... როგორი უშნო გულისთქმა გტანჯავს,უმალვე გულში იტაცებ ხანჯალს. და აბობოქრებულ ვნებათა ზვირთებში პაწია ნავი გადაგარჩენს__სინანულის მადლი. მაშინვე იგრძნობ, როგორი თბილი, სანატრელია უფალი ღმერთი. გაუხეშებულ, გაბოროტებულ, ცოდვებით დამძიმებულ გულს გულწრფელი სინანულის ცხარე ცრემლი გასწმენდს იმისათვის, რომ კიდევ იგრძნოს იესო, მისი ყოვლადძლიერება, მოწყალება, შემოუშვას სამუდამოდ და სულიც სიყვარულის უჭკნობ ყვავილად იქცეს.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    დიდად გმადლობთ ასეთი შეფასებისთვის :)
    მარიამ მე ძალიან მომეწონე.წარმატებები +
    გმადლობთ :)
    უფრო ლექსია ,მარიამ, ვიდრე უბრალოდ მინიატურა. თან ფაქიზი სული და პოეტური ბუნება იგრძნობა + + +
  • 5
  • ნინო ღლონტი
  • 2011-09-09 12:27:02
  • უკომენტაროდ
    მადლობა :)
    კაია მომეწონა ძალიან +
    გმადლობთ :)
    ძალიან სათუთი თემაა... საკმაოდ რითმულია და სასიამოვნოდ იკითხება...