ჩXჩ ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
13,01,2014
514/1

კუნძული,წვიმა,თავდახრილი ზეთისხილები,
გამხდარი ზანგი ეზიდება რკინის ურიკას,
ისე ძლიერ წვიმს-ცამ შეიხსნა თითქოს ღილები,
დაძრწის ქუჩებში გიჟი ქარი და ჰგავს ხულიგანს...
ამინდი მართლაც ისეთია,ცხოველს კი არა
უსულო საგანს არ დააგდებს გარეთ პატრონი,
და ამ ამინდში მიდის ზანგი თვალებბრიალა,
მძიმედ დატვირთულ, ძველ ურიკას არსად არ ტოვებს.
რა მიაქვს ნეტავ,რის ფასად ღირს ეს თავგანწირვა?!
რამ გააგიჟა,ნეტავ არ აქვს თავშესაფარი?
მიაქვს ფიქრების მთელი დასტა,მთელ მის სატკივარს,
მის ყველა იმედს ამ ურიკით თან დაატარებს...

მიაქვს ფურცლებეზე დახატული ბნელი დღეები...
ლექსები მიაქვს,
საკუთარი,
მძიმე ლექსები!



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    კარგია, წარმატებები !