ტვირთი-მეხსიერება ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
04,02,2014
542/2

მახსოვს კაცების სილუეტი ნეკერჩხლებს შორის,
თბილი ქალაქის გამყინავი,ცუდი აურა,
ეს ადგილია,სადაც სიბრძნეს–სიგიჟე სწონის,
ამ ხეივნებში ტვინდამჯდარი კაციც აურევს,

და ასე ,ერთად აურია,ერთ დროს სუყველამ,
ისე,უბრალოდ,“ომობანას „ თამაში სურდათ.
ჯაჭვის პერანგი არცერთისთვის არ შეუკერავს
მჭედელს და დრომაც დააბრუნა ზედმეტი ხურდა...

ეს იყო მაშინ,მაშ შემდეგ კი გავიდა წლები,
ის ნეკერჩხლები,ისევ თავის ადგილას დგანან,
ახლა,ყოველ დღე,მე ამ ქალაქს პირის–პირ ვხვდები
და ვერ ვივიწყებ ბავშვობაში განცდილს და ნანახს...

მახსოვს,ვეძებდით ქუჩა–ქუჩა გასროლილ ტყვიებს,
თან დედებისთვის ვაგროვებდით, მინდვრის ყვავილებს,
ჩვენ დრომ გაგვასწრო,მერე მთელი ცხოვრება ვსდიეთ
ახლაც მას მივსდევთ და სიცოცხლეც მალე გაირბენს...

კაცის სილუეტს, სხვა დალანდავს ნეკერჩხლებს შსორის,
მორჩა.(წერტილი) ამ ქალაში დასრულდა ომი!!!



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    გაიხარე ლიპო.
    ძალიან კარგია, თუმცა აქ სხვა მოლოდინი არც მქონდა. ++