არაბული მინდია
გაზიარება

* * * "მივჩერებივარ ცას უნებურად" ექსკლიუზივი

მივჩერებივარ ცას უნებურად, 
თაღებს ღრუბელთა ჯარი აწყდება, 
ვთვლი ჩემს ცხოვრებას დასრულებულად, 
ამ დღეს - სიცოცხლის ახალ დაწყებად.

ბრძოლის დღეებზე მკაცრი გუმანი
ჩემს წინ იმედის ცეცხლად იბნევა, 
ნუ მესიტყვებით!
ვარ უჩუმარი!
საუკუნესთან მაქვს შეჯიბრება.

??????