როგორც ყოველთვის, გაყრის დღეებში,
იმ პირველ დღეთა გვეწვია ლანდი
და შემოიჭრა ვერცხლი ტირიფის,
დიდებულებით ჭაღარა კაბის.
ჩვენ, მედიდურებს, ჩლუნგებს, უგუნურებს
თვალთ ზეაღპყრობა გვჭირდება რაში?
დაიწყო ჩიტმა გალობა ღმერთთა
- ვუფთხილდებოდით ერთმანეთს მაშინ.