მოხუცი მწიგნობარი
ციკლიდან „ეპოქა“
დადის უბის წიგნაკებით, დადის ძველი რვეულებით, თან მიჰყვება მოგონება, მოლხენით თუ სნეულებით.
ეგულება იმედები მშვენნი რიდე-ხვეულებით, გულგაშლილნი მარტოობით და მარტონი წვეულებით.
და ძილშიაც ესიზმრება წიგნი მძიმე ტანიანი: ოდისეი, ილიადა, ბოკაჩიო ან ყურანი.
|