* * * ელვარე და ლომფერი...
ელვარე და ლომფერი იყო ცხრა ოქტომბერი,
მაგრამ თვალმა დათვალა, მზე ბევრი და ცხრათვალა...
ოჰ, მზით გადანაცხარო, ცხრამუხა და ცხრაწყარო!..
რუსთაველი - ხანია, ისიც ცხრა ანბანია...
ვნება იყო ღვარული ჩემი ცხრა სიყვარული.
ოდეს გნახე, ლომფერი იყო ცხრა ოქტომბერი.
1924
|