შენ რაღას იტყვი, ყანა?
თვალით ვეღარას ვხედავ, გული მოელის დანას. რისთვის გამზარდა დედამ, რისთვის მეტყოდა ნანას?
გადაქცეული ახოთ - გრძნობაც ისეა, განა? ჭალის ყანები ვნახოთ: შენ რაღას იტყვი ყანა?
თვალი წაიღო სევდამ, როგორ აჟრჟოლებს ყანას... რისთვის გამზარდა დედამ, რისთვის მეტყოდა ნანას?
1927
|