* * * "ფიქრმა საძირკველი რახან მოხნა"
ფიქრმა საძირკველი რახან მოხნა, სხეული გამიხდა მოსარწყავი. მოდი, ტკივილები გადათოხხნე! მოდი, იმედები მომაყარე! მოდი, ოცნებები დამიპურე და ჩაგიტკბილდები ნასამხრობი. ტოტებიანად გავიტრუნე, ფესვებიანად გასახმობი...