Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

გზირიშვილი ქეთი
გაზიარება

ძილის წინ 

იმ დღეს,
როდესაც კინაღამ მოვკვდი სიცილისგან –
შენ დაიბადე.
მითახთახებდა მუცელი და ვფიქრობდი –
რა მაგარია, რომ დაიბადე
საზღვრად ჩემს აწმყოსა და აწმყოს შორის…
ფიქრსა და ფიქრს შორის ჩაეკვეხე
და ნელ–ნელა,
ხაზად იქეცი, გადამკვეთად…
აი ასე, ცერით მოირკალე თვალსაწიერზე,
თავს ზემოთ – რეაქტიული თვითმფრინავის კვალივით
და შემომირბინე გარშემო.
მე ვიცინოდი და ბოლოს ჩავჯექი.
არა, ჩავვარდი,
როგორც ორმოში – ახლად გაღვიძებული დათვი,
არადა, თავის გზაზე მიმავალი…

ახლა აღარ ვიცინი.
მუცელი მეტკინა.
მუხლებზე თავჩამოდებულმა გამოგხედე –
მალაყებს გადადიხარ.
დროულად გამოჩენილ ჩაბჟირებულს
მესაზღვრედ ეცნობი,
მენაპირედ – როგორც მთაში იციან თქმა.
ტალღებს უდგაფუნებ და
შხეფებით შეწუწულ კისკისს რიტმულად ეწყობი…

გამოგხედე–მეთქი.
ძილის წინ.
ორმოში ჩავიძინებ.
ჩამომიგდე აწმყო გასალოკად და
დასამთავრებლად – ჟაკანი.

??????