ნაზუქები
ჩამოვიდა ბებიკოსთან ქალაქიდან ზაზა ბიჭი. უხარია ბებოს – უკვე დიდი ხარ და რაღა მიჭირს!
დაახვედრა გამომცხვარი გემრიელი ნაზუქები – უფრო დიდი გაიზრდები, ცოტა კიდეც გასუქდები!
გაახარა ბებოს ნახვამ ზაზა ბიჭი, ზაზუკელა და თონეში გამომცხვარმა დაბრაწულმა ნაზუქებმა.
|