მწუხრი
როიალს უკრავს ვიღაც. მწუხრი ცას აძრობს ნიღაბს. დროებში მხიბლავს მწუხრი, როგორც სიტყვებში «მიყვარს».
მწუხრი აუყვა კიბეს, რომელიც ჩრდილებს იფენს და დღე იმსხვრევა, როგორც მუჭში ფოთოლი მყიფე.
მზეა ჭრილობის მსგავსი _ ბოლო ნაბიჯებს დგამს ის, მაღლა ვიღაცა უკრავს და ქუჩებს აწვიმს ბრამსი...
|