აბა, ჩქარა
მივალ! აბა, მეჯინიბევ, გამომგვარე რაში! რაში, რომ სულ თამაშობდეს, ნავარდობდეს გზაში!
მალე, მალე, მეჯინიბევ! მალე, გენაცვალე! ჭირი ლხინად შემიცვალე, ცრემლი შემიმშრალე!
აბა, გასწი, ჩემო მფრენო, გასწი, თუ გიყვარდე ნიავ-ქართან მანავარდე! მეყო, რაც ვიდარდე!
1908 წ..
|