დავითის მცნება...
დავითის მცნება, _ მეზობელთა, სხვა ჯურთა ყადრი დღესაც გვჭირია, შერიგების, შერგების მადლი; მე, იმ დარდიან მიწის შვილი, რომელიც გვართვეს, ვემუდარები მომავლისთვის დაფიცულ ქართველს: _ აღმაშენებლის ცნობით ცნობდეს წასულ-მოსულებს, რომ შვილთ უტოვოს მოყვარე და არა მოძულე. 1990 |
|