მე შენ მახსოვხარ...
მე შენ მახსოვხარ, მე ვხარობ შენით, მე სიყვარულში არ დავყრი ფარ-ხმალს, როგორც ყოველთვის, ახლაც მამშვენებ, როგორც ყოველთვის ახლაც მიყვარხარ. მე შენ მახსოვხარ, მე შენთან მინდა... წლები არიან ვით საბუთები, მაგრამ ისინი უკვე წავიდნენ, წასული წამიც აღარ ბრუნდება. 1988 |
|