ნატვრის ცეცხლი
ვამბობ: ეს ცხოვრება მხოლოდ ლოდინია, აი, მონატრულნი აღარ მომიდიან.
ნურვის ეგონება, რომ ეს ადვილია: ცხელი ვარსკვლავები თავზე გადივლიან; უცებ მომინდება ერთის შეჩერება, მასში ჩემი ნატვრის ცეცხლი მეჩვენება...
მითხარ, შორეულო, როდის დაბრუნდები? გელის აივნები, გზები, სადგურები... 1967 |
|