დაღიჯმაჯული, ფერგადასული გზა დაღრეკილი, როგორც წარსული, ჩახვევია თუ შემოხვევია ხევსა და ქედებს ნაცვლად იმისა, რომ ამშვენებდეს, აგონჯებს ხედებს. მეძახის _ წამო მაინც მეგზური, ცეცხლისმფქვრეველი, როგორც ვეზუვი და მეც მივდივარ, რათა ბინდიანს არ გამოუჩნდეს გზას დასასრული.