პროზაიკოსო, რა გტანჯავს ნეტავ? მომეცი აზრი, რომელიც გნებავს: მე აზრებს ბოლოს წავუთლი მხოლოდ, ფრთიან რითმებით შევამკობ ბოლოს. შემდეგ კი გავდებ დაჭიმულ ლარზე, მორჩილ მშვილდ-ისარს მოვდრეკავ რკალად და ალალბედზე გავუშვებ აზრებს და ჩვენი მტერი იგრძნობს ჩვენს ძალას.