Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

კახიძე მედეა
გაზიარება

კორიდა 

ტკივილი მინგრევს გულის ფიცარს,
გიცან, ჩემი ზღაპრის გმირი გიცან;
მაგრამ უმწეო და ხელშიშველი,
შენ მე ვეღარაფერს ვერ გიშველი;
საფიც, სალაღობოდ გაჩენილო,
არ მსურს დავიჯერო დანახული;
ჩემო დამაშვრალო მარჩენალო,
კვდები კაცის ხელით დალახვრული;
გულში განუკურნელ დარდად ჩამრჩი,
ბოღმამ ერთიანად გამომცალა;
რისთვის გამოგწირეს დასადაშნად,
თავი ვერ გავართვი გამოცანას;
რატომ გაგიმეტეს სასიკვდილოდ,
ასე მიმნდობი და უწყინარი;
მინდა ვითავცემო და ვიკივლო,
გიგლოვო საყვარელი, უტყვი ხარი;
როცა ჩემს ზღაპარში მოხვალ კვლავაც,
არვის დაგანებებ მოსაკლავად;
სიბერე მიწეულს გიპატრონებ,
გიბოძებ ბალახიან მისადგომებს;
ვეღარ მოგაკარონ დაშნა, შუბი,
კოცნით დაგიფარო წმინდა შუბლი;
ბელტი-ბელტს აბრუნო შემართებით,
რქებზე დაგიმაგრო კელაპტრები;
საცირკედ აღარ გახდე ამაგდარი,
ჩემი მარჩენალი ლაბა ხარი!

??????