Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

შალამბერიძე ოთარ
გაზიარება

ოდა ქართულისა 

ვარ ამ ფიქრით გართული,
ფიქრია თუ ღაღადისი:
ყველაფერი ქართული! –
საქარველოს საკადრისი!
წლობით შორეთს დანთქმული
თითქოს მიხმობს ტაოს სული...
გამტანობა – ქართული!
ანუ – ვეფხისტყაოსნური!..
ყდაზე ბულბულდასმული,
ჟამთა სვლას რომ ედავება–
მშვენიერი, ქართული,
წმინდა წიგნი – დედაენა!..
გულისთქმაში ჩართული
წყაროა თუ ფშაველური;
მთები, მთებიც ქართული,
ანუ – ვაჟაფშაველური!..
ოდოია, ნადური,
მართალი და ძველებური!
ცა-ფირუზიც – ქართული!
ანუ – მაღალწერეთლური!..
ზარის რეკვა გაბმული,
ქაშვეთური, სიონური...
მთვარე? – მთვარეც ქართული,
ანუ – გალაკტიონური!..
საზი – არა! ფანდური!
ზურნის ჭიჭყინს ნუ კადრულობ!
ყველაფერი – ქართული!
არაფერი – უქართულო!..
არა თავის კანტური,
ლიქნა გადაშენებული!
კვლავ – ძლევა¡ ქართული!
ანუ – აღმაშენებლური!..
სხვა დანარჩენს – არული!
გვეყო მანჭვა პირფერული!
მხოლოდ – იდეალური
ფესვი, ფესვი იბერული!..
ოშკია თუ ბანაა,
კახია თუ ჰერეთია, –
ჩვენი ანაბანაა,
ჩვენი სასურველეთია!
მისი სულიც გამწარდეს,
ყასაბთანაც ვაიგივოთ, –
ვინც ქართლს, როგორც სამწვადე,
ამოჰკვეთა საინგილო!...
და მიუძღვნა ფეშქეშად
იქვე, სამაჰმადიანოს.
მაგნაირი ქვეშქვეშა
შვილი ღმერთმა ატიალოს!..
ახლა ნატვრით ვათენებ,
ან რა პირით გავჩუმდები?–
დაუბრუნდეს ქართველებს
წართმეული `საჩუქრები!..”
დაბლა – შხამი გართხმული,
მაღლა კიდევ – ყარყაშია...
რასაც ჰქვია ქართული,
სიძულვილის ალყაშია!..
ბილწი ხელი ფათურობს
და თავს იჩენს გამგელება;
კარგი რომ ხარ, ქართულო,
მტერიც მიტომ არ გელევა!..
უნდა ვიყოთ თვალფხიზლად,
როგორც ძველი მეთოფური;
სათნოება დავიცვათ
პირმზე თამარდედოფლური!..

??????