კვიტაიშვილი ემზარ
გაზიარება

შენით, შენს გამო 

მამულო, შენი ნათელი მერტყა,
შენს გამო – თუ რამ სიკეთე ვყავი,
ძველი საწოლის კიდეზე ერთხანს,
იდება ჩემი ჭაღარა თავი.
რაგინდ სიმწარე შემასვა, გლოცავ,
ძარღვები, ლურჯი, შემოგაწანი –
მწედ, სამკაულად. არ შეკრთე, როცა
მოგესმას ჩემი ძვლების ლაწანი.

??????