სავიზიტო ბარათი
როგორც სულის ყვავილი,
მომიძღოდა მარადის,
მადლი ხალხურ სიმღერის,
_ სავიზიტო ბარათის.
ნაბადივით მესხა და
ყაბალახად მეხურა
ჩემი `ოდოია” და
ჩემი ~ხასანბეგურა.”
სულ თილისმად ვატარე
სტვირია თუ ფანდური.
ხმალის ჟინი - `ჩაკრულო”,
მკლავის ძალა - `ნადური”.
რადგან ღმერთის მესმოდა,
ჯვარზე ვიყავ გაკრული,
ჯვარით გარდამოხსნაა
`აჭარული მაყრული”.
დღემდე ასე ვიარე
უზნეობის მგმობელმა,
მიხსნა ჩემმა სიმღერამ
სულის სალაღობელმა.
მიწით, ვიდრე ცათამდე,
მაკავშირებს მარად ის.
მაშ, დიდება სიმღერის,
_ სავიზიტო ბარათის!