ძველ სახლთან
კოტე მესხის თექვსმეტი, ძველისძველი ჭიშკარი, საკეტს ფუჭად ვეძებდი, მივხვდი, – უცხო ვიყავი. საწყენია, – მეწყინა, ვეღარ მიცნეს უბნელი, ვერც ეზოში შევდივარ, ვეღარც უკან ვბრუნდები. ... ვდგავარ გაორებული მონატრების ამარა ჭიშკრის იქით ბავშვი და ჭიშკრის აქეთ – ჭაღარა.
|