ქურმუხმა არაგვს გასძახა
ქურმუხმა არაგვს გასძახა: – დავრჩი განმარტოებით, ძმაო, იქნებ დამფარო პაპა მუხის რტოებით. რქაწითელი ქვითინებს: – მეკარგება სურნელი. ნუთუ ყველა გათავდა, დავრჩით განუკურნელი?! საინგილო ჩემია ბურთითა და მოედნით... არაგვო, შენ მიჩრდილე პაპა მუხის რტოებით.
|