გელაძე ლევან
გაზიარება

აჭარას ექსკლიუზივი

ქარმა მთებს ღრუბლები გაჰყარა,
მზეს ხევში ჩამოხსნეს პირბადე,
ნადიმზე გვპატიჟებს აჭარა,
წავიდეთ, კარგო თუ გიყვარდე.
ჯიხვები მომდგარან კლდის ქიმზე,
ზღვის გუგუნს უსმენენ დღეღამე,
რაო? თქვი ვის ელი, პირიმზევ,
ტრფიალით შენც ხომ არ ეწამე?
მიუშვი,
ნუ უჭერ ავშარას,
გაფრინდნენ ეს ჩვენი რაშები.
ვეწვიოთ საყვარელ აჭარას,
ტალღები შემოგვხვდნენ რაშებით.

??????