ცარციძე იზო
გაზიარება

ღმერთო მშვიდობით ატარე ყველა... ექსკლიუზივი

თბილი ნიავი
ბავშვივით მკოცნის,
დგას გაზაფხული
იისთვალება,
თითქოს ახლახან
ვიყავი ოცის,
უცნაური და...
ცოტა თავნება.
ვიყავი ოცის,
სავსე ოცნებით,
მივუყვებოდი
ბილიკებს აღმა,
მერე გაფრინდნენ
წლები _ ფრთოსნები
და ნაჩუქარი
ყვავილიც გახმა...
დღეს სხვებს ამშვენებთ
წარმტაცი ოცი,
ჰგვანან ირმებს და
ტალღების ღელვას,
ვჩუქნი ღიმილს და
ვაცილებ ლოცვით:
_ ღმერთო, მშვიდობით
ატარე ყველა...

??????